მადრიდის "რეალმა" ავსტრალიაში ორი საწვრთნელი დღე ჩაატარა, რომლის განმავლობაშიც რაფაელ ბენიტესმა რამდენიმე ტაქტიკა მოსინჯა. ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელები მინდორზე გავიდნენ, რათა 4–4–2 სქემით ეთამაშათ და დაცვასა და თავდასხმაში სხვადასხვა მეთოდები მოესინჯათ...
კრიშტიანუ რონალდუ ავსტრალიაშიც საოცარი პოპულარობით სარგებლობს. გულშემატკივრები პორტუგალიელს ავტოგრაფებს და მათთან ერთად ფოტოს გადაღებას სთხოვენ. რონალდუმ არც პატარა ბიჭს დასწყვიტა გული და ავტოგრაფი დაუტოვა, რის გამოც სიხარულისგან ატირდა...