სერხიო რამოსი, მარსელო და პეპე უკვე ათი წელია "რეალის" ღირსებას ერთად იცავენ. პორტუგალიელი მცველი "სამეფო კლუბს" 2007 წლის ზაფხულში შეუერთდა, სადაც მას ექვსი თვის წინ გადაბირებული მარსელო და 2005 წელს შეძენილი სერხიო რამოსი ელოდნენ. მაშინ მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთად დაიცავდნენ იმ კლუბის ღირსებას, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 11 თასი აქვს მოგებული...