როგორც ჩანს, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებში სიმშვიდე და მყუდროება აღარ იქნება. "რეალისა" და "ბარსელონას" ზოგიერთ ფეხბურთელს შორის დაძაბული ურთიერთობა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, როცა ესპანურმა სუპერკლუბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ უამრავი შეხვედრა გამართეს: მხოლოდ აპრილის თვეში ოთხი "ელ კლასიკო" ჩატარდა (ლა ლიგაში, სამეფო თასის ფინალში და ორი ჩემპიონთა ლიგაზე). იმ წელს კლუბებს შორის დაპირისპირება სპორტული ჩარჩოდან გამოვიდა და ნამდვილი ომის სახე მიიღო, რომელშიც გამოყენებულ იქნა ყველაზე ბინძური საშუალებები როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კონფლიქტის მთავარი მოქმედი პირები სერხიო რამოსი და ჟერარ პიკე იყვნენ. თუმცა, ამ ქმედებაში მონაწილეობა ჩავი ერნანდესმა, იკერ კასილასმა და ჟოზე მოურინიომაც მიიღეს...