"რეალს" წლევანდელ სეზონში 150 გოლი დაუგროვდა

"რეალს" წლევანდელ სეზონში 150 გოლი დაუგროვდა

დამამშვიდებელი სტატისტიკა...

პეპესა და ისკოს მიერ "ვალენსიას" (2:2) კარში გატანილი გოლები წლევანდელ სეზონში გუნდისთვის 149–ე და 150–ე გამოდგა. მადრიდული გრანდის ისტორიაში ეს რიგით მეხუთე შედეგია. ადრე "ბლანკოსს" ასეთი მიღწევა 2011/12 (174), 2013/14 (160), 1959/60 (158) და 2012/13 (153) წლების სეზონში ჰქონდა.

წლევანდელ სეზონში "რეალის" რიგებიდან მეტოქეთა კარის აღება 15–მა ფეხბურთელმა მოახერხა. ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელი ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელი წელსაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მან ამ სეზონში 54 გოლის გატანა უკვე მოახერხა.

კომენტარი 3

Офлайн
tesho_kroos 11 მაი 2015 23:28
იმედია იმ ერთ და განსაკუთრებულ ტიტულს წელსაც მოვიპოვებთ
Офлайн
axla 4-0 iuves movugot da 154 golamde mivagwevt wink
Офлайн
skysport 12 მაი 2015 21:13
ageer naxeet bratci tu handikapiit ar davadooot bully
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.