MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალი" "სარაგოსას" ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებასთან ახლოსაა

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 4-07-2015, 09:52
"რეალი" "სარაგოსას" ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებასთან ახლოსაა

კლუბმა თვალი ნიჭიერ ფეხბურთელს დაადგა...

მადრიდის "რეალმა" "სარაგოსას" მცველ ხესუს ვალიეხოს დაუმიზნა. 18 წლის ფეხბურთელს სეგუნდაში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა და მადრიდელები მის თამაშს მას შემდეგ აკვირდებიან. "სამეფო კლუბის" სკაუტები ხესუსის თამაშით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, რომელსაც ესპანეთში "ახალგაზრდა სერხიო რამოსს" უწოდებენ.

ვალიეხოს "სარაგოსას" მთავარ გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. მთლიანობაში ახალგაზრდა მცველმა გასულ სეზონში 30 მატჩი (28 სასტარტოში) ჩაატარა. 1 გოლი გაიტანა და 6 გაფრთხილება მიიღო. ხესუსმა სეზონის ერთ–ერთი მატჩი კაპიტნის სამკლავურით დაასრულა, რაც ახალგაზრდა მცველის ლიდერულ თვისებებზე მიუთითებს.

"სანტიაგო ბერნაბეუს" ოფისებში თვლიან, რომ "სარაგოსას" აღზრდილს დიდი მომავალი აქვს. ამიტომ, კლუბში მის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ვალიეხოს არაგონელებთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება, მისი გამოსასყიდი თანხა კი დაახლოებით 5 მლნ. ევროა. თავიდან იგეგმებოდა, რომ ხესუსი ასპარეზობას "კასტილიაში" გააგრძელებდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფარმ–კლუბმა სეგუნდაში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მცველს არენდით რომელიმე კლუბში გაუშვებენ.

"რეალმა" თვალი ემერიკ ლაპორტს დაადგა

გუნდიდან სერხიო რამოსის შესაძლო წასვლის გამო, მადრიდის "რეალმა" თვალი ბილბაოს "ატლეტიკის" ახალგაზრდა მცველ ემერიკ ლაპორტს დაადგა......

პოგბამ გადაწყვეტილება მიიღო

ახალგაზრდა ფრანგმა ნახევარმცველმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო......

ბენიტესს სუნიგას გადაბირება სურს

რაფაელ ბენიტესმა თვალი "ნაპოლის" ფლანგის მცველ ხუან სუნიგას დაადგა, რომელსაც ვინგერად თამაშიც შეუძლია......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.