რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ჯასტინ კლიუვერტი: "რას წარმოვადგენ, რომ "რეალი" უარით გავისტუმრო?"

ჯასტინ კლიუვერტი: "რას წარმოვადგენ, რომ "რეალი" უარით გავისტუმრო?"

14-02-2018, 02:48
ავტორი: ZZ
ნახვა: 774
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ჯასტინ კლიუვერტი: "რას წარმოვადგენ, რომ "რეალი" უარით გავისტუმრო?"
ამსტერდამის "აიაქსის" მარცხენა ვინგერმა და წარსულში ცნობილი ფეხბურთელის პატრიკ კლიუვერტის შვილმა ჯასტინმა კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებზე ისაუბრა...

ჯასტინმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" ქომაგობს, მაგრამ მადრიდის "რეალში" გადაბარგებაზე უარს არ იტყოდა.

"ბარსელონა" ჩემს გულშია. თუმცა, რას წარმოვადგენ, რომ "რეალი" უარით გავისტუმრო?".

"მე ინგლისის პრემიერლიგა მხიბლავს. "არსენალი", "ტოტენჰემი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" კარგი გუნდები არიან, რომელთა რიგებშიც საკუთარ თავს რამდენიმე წელიწადში ვხედავ".

"თუ ჩემი აგენტი მეტყვის, რომ შანსი არსებობს, გადაწყვეტილებას მე მივიღებ და მამაჩემი საქმეში არ ჩაერევა".


აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში ჯასტინ კლიუვერტმა "აიაქსის" მაისურით 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქტივში კი 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.