რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » AS: "რეალი" კლოპის, პოჩეტინოს და ლიოვის კანდიდატურებს განიხილავს

AS: "რეალი" კლოპის, პოჩეტინოს და ლიოვის კანდიდატურებს განიხილავს

19-02-2018, 17:11
ავტორი: ZZ
ნახვა: 421
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
AS: "რეალი" კლოპის, პოჩეტინოს და ლიოვის კანდიდატურებს განიხილავს
მადრიდის "რეალმა" იმ მწვრთნელების სია ჩამოაყალიბა, რომლებმაც შესაძლოა სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლონ...

კლუბში იმედი აქვთ, რომ სეზონის ბოლოს თავად ზიდანი გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა მუშაობა "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ფრანგის პოტენციურ შემცვლელებად იურგენ კლოპი, მაურისიო პოჩეტინო და იოაჰიმ ლიოვი სახელდებიან. ამჟამად, სამივე სპეციალისტი დაკავებულია.

კლოპი და პოჩეტინო ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობენ. გერმანელი "ლივერპულს" წვრთნის, ხოლო არგენტინელი "ტოტენჰემს".

რაც შეეხება ლიოვს, ის გერმანიის ნაკრების თავკაცია და მისი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.