კურტუა: "ფლორენტინო პერესი ჩემს აგენტს დაუკავშირდება და არა მე" » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კურტუა: "ფლორენტინო პერესი ჩემს აგენტს დაუკავშირდება და არა მე"

კურტუა: "ფლორენტინო პერესი ჩემს აგენტს დაუკავშირდება და არა მე"

21-02-2018, 19:32
ავტორი: ZZ
ნახვა: 360
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კურტუა: "ფლორენტინო პერესი ჩემს აგენტს დაუკავშირდება და არა მე"
ტიბო კურტუა ლონდონის "ჩელსიში" ბედნიერია. თუმცა, მადრიდის "რეალში" გადაბარგებაზე უარს არ იტყვის...

წლევანდელ სეზონში პრესაში ბევრჯერ გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბელგიელი გოლკიპერი "ჩელსის" დატოვებს და კარიერას "რეალში" გააგრძელებს.

თავად კურტუამ განაცხადა, რომ კლუბში ყველაფერი აკმაყოფილებს. თუმცა, თავის მომავალზე მაინც ფიქრობს.

"როცა ვთქვი, რომ ჩემი გული მადრიდშია, ჟურნალისტებმა ეს არასწორად გაიგეს. მიუხედავად ამისა, ესპანეთის დედაქალაქში ჩემი ორი შვილი ცხოვრობს. ამიტომ, მათგან შორს ყოფნა იოლი არ არის".

"ჯერჯერობით საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება არ მიმიღია. "ჩელსისთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ ბედნიერი ვარ. "ჩელსიში" პირველივე დღიდან ნდობა გამომიცხადეს და ეს არასდროს დამავიწყდება".

"არამგონია ფლორენტინო პერესი დამიკავშირდეს. ის ჩემს აგენტს დაუკავშირდება, რომელიც მის წინადადებას მოისმენს"
- განაცხადა კურტუამ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.