MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"მანჩესტერ იუნაიტედი" დე ხეას სანაცვლოდ 100 მლნ. ევროს ითხოვს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 24-02-2018, 00:07
"მანჩესტერ იუნაიტედი" დე ხეას სანაცვლოდ 100 მლნ. ევროს ითხოვს

დავიდ დე ხეამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "სევილიასთან" ჩატარებულ პირველ მატჩში მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია, თუ საუკეთესო არა. ამიტომ, ესპანელი კიპერის შეძენით დაინტერესებულ კლუბებს მისი გადაბირება კიდევ უფრო გაუჭირდებათ...

"რეალს" დე ხეას შეძენის სურვილი დიდი ხანია აქვს, მაგრამ ინგლისელები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავიდი მათი გუნდისთვის. ამიტომ, ესპანელი გოლკიპერი 100 მლნ. ევროდ შეაფასეს.

"სამეფო კლუბს" ჯერჯერობით საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, გაუშვებს თუ არა სეზონის ბოლოს კეილორ ნავასს, რადგან კოსტა-რიკელს გუნდის გასახდელში ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. მიუხედავად ამისა, თუ დე ხეას ტრანსფერის შანსი გაჩნდება, მადრიდელები სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულში დე ხეა "რეალში" გადაბარგებასთან ახლოს იყო. მადრიდელები "მანჩესტერ იუნაიტედს" 40 მლნ. ევროს და კეილორ ნავასს სთავაზობდნენ, მაგრამ მხარეებმა ტრანსფერს თავი ვერ მოაბეს.

კასილია შესაძლოა დე ხეას ტრანსფერში ჩართონ

რადიოსადგურ Cadena Ser-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერ დავიდ დე ხეას აგენტ ჟორჟე მენდეშს შეატყობინა, რომ ზაფხულში ესპანელის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს......

მიზეზები, რის გამოც დე ხეას "რეალში" ტრანსფერი არ შედგება

სავარაუდო მიზეზები, რომლებიც ესპანელი გოლკიპერის "რეალში" ტრანსფერს ფაქტიურად გამორიცხავენ......

"რეალი" მზადაა დე ხეას სანაცვლოდ 42 მლნ. ევრო გადაიხადოს

მიუხედავად იმისა, რომ კეილორ ნავასმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, ინგლისური პრესა აგრძელებს იმაზე საუბარს, რომ მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი გოლკიპერის, დავიდ დე ხეას შეძენას გეგმავს......

დე ხეას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ნავასს "ემიუში" გადაბარგება მაინც სურდა

კოსტა-რიკელი გოლკიპერი ინგლისურ და ესპანურ კლუბებს შორის შეთანხმების ნაწილი იყო......

Daily Mail: "ემიუ" დე ხეაში უკვე 48 მლნ. ევროს ითხოვს

სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. "მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას სანაცვლოდ უკვე 48 მლნ. ევროს ითხოვს, მაგრამ მადრიდის "რეალი" ტრანსფერში კეილორ ნავასის ჩართვას გეგმავს......

ბალაგე: "თუ "რეალი" დე ხეას შეიძენს, ნავასს გაყიდის"

ესპანელი ჟურნალისტი, გილემ ბალაგე თვლის, რომ დავიდ დე ხეას შეძენის შემთხვევაში, მადრიდის "რეალი" კეილორ ნავასის დროულად გაყიდვას შეეცდება......

"რეალმა" "ემიუს" დე ხეას სანაცვლოდ ნავასი შესთავაზა, მაგრამ ინგლისელები რამოსსაც ითხოვენ

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დავიდ დე ხეას სანაცვლოდ კეილორ ნავასი შესთავაზა......

"რეალი" მზადაა ნავასი დე ხეას ტრანსფერში ჩართოს

მადრიდის "რეალი" მზადაა მეორე გოლკიპერი კეილორ ნავასი "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერის დავიდ დე ხეას ტრანსფერში ჩართოს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.