MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ემერი: "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში მსურს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 6-03-2018, 00:47
ემერი: "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში მსურს"

"პსჟ"-ს თავკაცი უნაი ემერი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის "რეალთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი...

კილიან მბაპეს მდგომარეობა

"გუშინ გუნდთან ერთად მხოლოდ პასტორეს არ უვარჯიშია. ნეიმარის გარდა "რეალთან" გასამართი დაპირისპირებისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა".

ლასანა დიარა თუ მოტა?

"ორივე მათგანი სრულ მზადყოფნაშია. მათ დიდი გამოცდილება აქვთ და თამაშისთვის მზად არიან".

ტიაგო სილვა

"ცენტრალური მცველების არჩევა რთულია, რადგან ტიაგო სილვა, კიმპემბე და მარკინიოსი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. თუ სამივე მათგანი მზად იქნება, რთული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს".

არის თუ არა ეს მატჩი "პსჟ"-ს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

"ხვალინდელი მატჩი წლევანდელ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს უნიკალური მომენტია როგორც "პსჟ"-ს ქომაგებისთვის, ასევე მთელი საფრანგეთისთვის".

იმოქმედებს თუ არა მოდრიჩის და კროოსის დაბრუნება სათამაშო სქემაზე?

"პირველ რიგში, ჩემი გუნდის თამაშზე ვფიქრობ. "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში მსურს".

"პსჟ"-ს განწყობა

"გონებით თამაშია საჭირო, მაგრამ გულიანად თამაშიც მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია "რეალს" დავუმტკიცოთ, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში ჩვენი სათამაშო რიტმის შენარჩუნება შეგვიძლია".

გულშემატკივრების მხარდაჭერა

"ხვალ, ჩვენი გულშემატკივრების წყალობით მოედანზე თორმეტნი ვიქნებით. მოედანზე და მის გარეთ ერთიანობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია".

ანხელ დი მარია

"დი მარია მზადაა. ის ჩემპიონთა ლიგას კარგად იცნობს, ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს და მოედანზე თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად მზადაა".

არბიტრი

"ხვალინდელ მატჩს შესანიშნავი არბიტრი განსჯის".

ზიდანი: "ხვალ "რეალის" და "პსჟ"-ს მატჩი გველოდება და არა რონალდუს და ნეიმარის"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ"-სთან გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ნებისმიერი ჩვენი მეტოქისთვის "რეალთან" მატჩი წლის ყველაზე დიდი დაპირისპირებაა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 24-ე ტურში "ვილიარეალთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "კრიშტიანუ თამაშისთვის მზადაა"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლისაბონის "სპორტინგთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ჩამორჩენა ერთი ქულაა და ბოლომდე ვიბრძოლებთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 37-ე ტურში "ვალენსიასთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუ 100%-ით მზადაა და ხვალ ითამაშებს"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუს გაყიდვის წინააღმდეგი ვარ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "რომასთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "სეზონი მადრიდული დერბით არ მთავრდება"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 26-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ხამესი ამ კვირაში სათამაშოდ მზადაა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 21-ე ტურში სევილიურ "ბეტისთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.