რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ნედვედი: "რეალთან" მატჩებში შანსები ნამდვილად გვექნება"

ნედვედი: "რეალთან" მატჩებში შანსები ნამდვილად გვექნება"

16-03-2018, 17:40
ავტორი: ZZ
ნახვა: 750
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ნედვედი: "რეალთან" მატჩებში შანსები ნამდვილად გვექნება"
ტურინის "იუვენტუსის" ექს-ფეხბურთელმა პაველ ნედვედმა "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასამართ მატჩებზე ისაუბრა...

"ორი კარგი მატჩი გველოდება. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს. "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. მადრიდელების "პსჟ"-სთან ჩატარებულმა მატჩებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა".

"პიანიჩის და ბენატიას დისკვალიფიკაცია რთულ სიტუაციაში გვაყენებს, მაგრამ მატჩები ყოველთვის 0:0-დან იწყება. კარგ სეზონს ვატარებთ. დრო მოვიდა დიბალამ "იუვენტუსის" და მსოფლიო ფეხბურთის ისტორია შექმნას. ვხედავ, რომ ის საქმეს პროფესიონალურად უდგება. მას ჩვენი სიტუაციის გაუმჯობესება შეუძლია".

"საოცარი სირთულეები გველოდება. ეს ჯერ კიდევ ლიგის ფინალში ვნახეთ, მაგრამ "რეალთან" გასამართ ორ მატჩში შანსები ნამდვილად გვექნება"
- განაცხადა ნედვედმა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.