MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ისკო: "რეალიდან" წასვლას არ ვაპირებ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 22-05-2018, 19:34
ისკო: "რეალიდან" წასვლას არ ვაპირებ"

მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველი ისკო ალარკონი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა...

თავისი მდგომარეობა

"სამი კვირის გაცდენა მომიწია, მაგრამ ვცდილობდი ფიზ-მომზადების თვალსაზრისით კარგად მემუშავა. ზოგიერთ ასპექტში თავს ხარივით ვგრძნობ, როგორც ჩემი თანაგუნდელები, რადგან ამდენ ფინალში მონაწილეობის მიღება მრავალწლიანი შრომის შედეგია. როცა "რეალში" გადავდიოდი, ვიცოდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებდი, მაგრამ არ მეგონა, თუ 5 წელიწადში ფინალების რაოდენობა 4 იქნებოდა".

შემადგენლობა

"ასეთი დონის მატჩებში მონაწილეობის მიღება აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ სასტარტოში თამაში მხოლოდ 11 ფეხბურთელს შეუძლია და ეს ჩვენი მთავარი მწვრთნელისთვის დიდი თავსატკივარია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მთელი გუნდის და გულშემატკივრების გამარჯვებაა. ვიმედოვნებ, კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ".

ზიდანი

"ზიზუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ყველა მწვრთნელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი გუნდის გამარჯვებაა, ხოლო ზიდანს გამარჯვებები ცოტა სულაც არ აქვს. მხოლოდ ორი ჩემპიონთა ლიგის თასი რად ღირს. ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელმაც იცის, როგორ მიმართოს თავის ფეხბურთელებს და თუ რჩევა გჭირდება, ამას სიამოვნებით მოგცემს".

პრესაში გავრცელებული ჭორები

"ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს. ამიტომ, პრესასთან საუბარს აღარ ვაპირებ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მხოლოდ წინსვლას განვიცდი და "რეალი" ჩემთვის შესაფერისი ადგილია. გუნდიდან წასვლას არ ვაპირებ".

ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება

"რაც ადრე მოვიგე, ყველაფერი დავივიწყე. ჩემი სურვილია გუნდთან ერთად მეოთხე ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ეს ჩემი ოცნებაა".

ზიდანი: "ეს კარგი დაპირისპირება იქნება ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლონდონის "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ისკო: "სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და ამას ტაბლოც ადასტურებს"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები "დეპორტივოსთან" (2:6) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ......

ხამესის მამა: "დიდ კლუბებში შეცდომებს არ პატიობენ"

კოლუმბიელი ნახევარმცველის მამამ თავისი ვაჟი დაიცვა......

ბეილი: "გოლების გატანა სასიამოვნოა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა"

გარეთ ბეილი, რომელმაც "დეპორტივოსთან" (5;0) ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ჟურნალისტებს გაესაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.