MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალის" ფეხბურთელების რეაქცია რონალდუს სიტყვებზე

კატეგორია: სიახლეები, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 27-05-2018, 19:46
"რეალის" ფეხბურთელების რეაქცია რონალდუს სიტყვებზე

და არამარტო ფეხბურთელების...

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ და გარეტ ბეილმა თავიანთი განცხადებებით კლუბში თავიანთი მომავალი ეჭვქვეშ დააყენეს. თუმცა, Marca-ს ინფორმაციით, კლუბის გასახდელში უფრო მეტი ზიანი კრიშტიანუს სიტყვებმა მოიტანა.

ფეხბურთელებმა პორტუგალიელის განცხადება ძალიან მტკივნეულად მიიღეს. სერხიო რამოსმა თანაგუნდელების წინაშე 33 წლის რონალდუს უთხრა, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება მიუღებელია, მოგვიანებით კი ეს პრესასთან საუბარშიც აღნიშნა.

გუნდის სხვა წარმომადგენლებმა კაპიტნის სიტყვებს მხარი დაუჭირეს. საპასუხოდ კრიშტიანუმ განაცხადა: "დღეს რომ გოლი გამეტანა, არაფერს ვიტყოდი". მოგვიანებით პორტუგალიელმა უფრო ვრცელი კომენტარი გააკეთა, სადაც აღიარა, რომ ასეთ მომენტში თავის მომავალზე განცხადება არ უნდა გაეკეთებინა.

რონალდუს სიტყვები "რეალის" გულშემატკივრებმაც გააკრიტიკეს. ისინი თვლიან, რომ ასეთ დროს მსგავსი განცხადებების გაკეთება მიუღებელია და პორტუგალიელს ამით კლუბისგან ახალი, სარფიანი კონტრაქტის მიღება სურს.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბის წარმომადგენლებმა კრიშტიანუს უკმაყოფილების შესახებ დიდი ხანია იცოდნენ. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერა და ვერ თანხმდებიან. გარდა ამისა, რონალდუს ნეიმარის "პსჟ"-დან "რეალში" შესაძლო გადმობარგების შესახებ გავრცელებული ჭორები დიდად არ მოსწონს.

მიუხედავად ამისა, ფლორენტინო პერესმა გასაგებად აღნიშნა, რომ ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს და კრიშტიანუ არასწორად იქცევა. გუნდი ერთხმად აცხადებს, რომ რონალდუმ შეცდომა დაუშვა.

AS: რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება სურს

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის "რეალის" დატოვება სურს......

რონალდუს "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

ესპანელმა ჟურნალისტმა ედუ აგირემ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა......

"რეალი" რონალდუსთვის ხელფასის გაზრდას არ აპირებს

უახლოეს პერიოდში "სამეფო კლუბი" კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტში ცვლილებების შეტანას არ აპირებს......

საგადასახადომ რონალდუს იახტაზე ჩხრეკა ჩაატარა

დღეს, საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლებმა კრიშტიანუ რონალდუს იახტაზე ჩხრეკა ჩაატარეს......

რონალდუმ "რეალის" ხელმძღვანელობას უთხრა, რომ კლუბის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს

კრიშტიანუ რონალდუმ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" დატოვების სურვილი ჰქონდა......

პერესი: "რონალდუს მხოლოდ მილიარდი ევროს სანაცვლოდ შეველევით"

ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ რომელიმე გუნდი მილიარდ ევროს არ გადაიხდის......

რონალდუ "რეალის" დატოვებას გეგმავს. ერთ–ერთი მიზეზი ანჩელოტის წასვლაა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Don Balon–ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის "რეალის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.