რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » პოჩეტინო - "რეალის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი

პოჩეტინო - "რეალის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი

31-05-2018, 18:01
ავტორი: ZZ
ნახვა: 555
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
პოჩეტინო - "რეალის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი
ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემდეგ, მისი სავარაუდო შემცვლელის ვინაობა დასახელდა...

დღეს, 45 წლის ფრანგმა "სამეფო კლუბიდან" წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ესპანელი ჟურნალისტის პაკო გონსალესის ინფორმაციით, "რეალის" მთავარი მწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატი ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცი მაურისიო პოჩეტინოა.

46 წლის არგენტინელმა "დეზებთან" კონტრაქტი ეს-ესაა გაახანგრძლივა და ის 2022/23 წლების სეზონამდე აკავშირებს. თუმცა, თუ მას "რეალისგან" ან "პსჟ"-სგან შემოთავაზება ექნება, ლონდონელთა დატოვების უფლება აქვს.

პოჩეტინოს ესპანეთში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ის 2009-2012 წლებში "ესპანიოლს" წვრთნიდა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.