რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » აგენტი: "კოვაჩიჩი წასვლაზე არ ფიქრობს, მაგრამ ზაფხული ხანგრძლივია"

აგენტი: "კოვაჩიჩი წასვლაზე არ ფიქრობს, მაგრამ ზაფხული ხანგრძლივია"

2-06-2018, 00:33
ავტორი: ZZ
ნახვა: 256
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
აგენტი: "კოვაჩიჩი წასვლაზე არ ფიქრობს, მაგრამ ზაფხული ხანგრძლივია"
მატეო კოვაჩიჩის აგენტმა ნიკი ვუშკანმა თავისი კლიენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...

ზინედინ ზიდანის ბოლო სეზონში 24 წლის მატეო კოვაჩიჩმა 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან მხოლოდ 10 დაიწყო სასტარტოში.

ამის გათვალისწინებით, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები კოვაჩიჩს "რეალიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ. მატეოს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

ფეხბურთელის აგენტ ნიკი ვუშკანის განცხადებით, კოვაჩიჩი "რეალის" დატოვებას არ აპირებს. თუმცა, მომავალში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.

"კოვაჩიჩმა შაბათს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და "რეალთან" ერთად ისტორია გადაწერა, ხოლო ორ დღეში პრესაში "იუვენტუსის" მხრიდან ინტერესის შესახებ დაიწერა. ჩვენ "რეალის" დატოვებაზე და სხვა კლუბების ინტერესზე არ ვფიქრობთ".

"მიუხედავად ამისა, ზაფხული ხანგრძლივია და არავინ იცის, რა მოხდება".

"მატეოს შეძენით დიდი კლუბები ინტერესდებიან და მიუხედავად იმისა, რომ მას "სამეფო კლუბის" ძირითადში ადგილი დამკვიდრებული არ აქვს, ეს მისთვის დიდი კომპლიმენტია"
- განაცხადა ვუშკანმა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.