რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » იერო "რეალის" მწვრთნელობის კანდიდატია

იერო "რეალის" მწვრთნელობის კანდიდატია

6-06-2018, 16:39
ავტორი: ZZ
ნახვა: 372
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
იერო "რეალის" მწვრთნელობის კანდიდატია
ახალი კანდიდატი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე...

"სამეფო კლუბი" ზინედინ ზიდანის შემცვლელებად მაურისიო პოჩეტინოს ("ტოტენჰემი"), იოაჰიმ ლიოვს (გერმანიის ნაკრები), მასიმილიანო ალეგრის ("იუვენტუსი"), იურგენ კლოპს ("ლივერპული") და იულიან ნაგელსმანს ("ჰოფენჰაიმი") განიხილავდა. მიუხედავად ამისა, ზემოთ ნახსენები მწვრთნელები "რეალის" მწვრთნელობის კანდიდატთა სიაში სხვადასხვა მიზეზების გამო აღარ არიან.

სახელოვანი მწვრთნელის ძიებისას მადრიდელები პრობლემებს წააწყდნენ და შესაძლოა არჩევანი გუნდის ყოფილ ფეხბურთელებზე შეაჩერონ. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა გუტი გახდეს, რომელიც "ხუვენილ A"-ს თავკაცობს. ასევე, კლუბი იეროს და მიჩელის კანდიდატურებს განიხილავს. ეს უკანასკნელი ბოლოს "მალაგაში" მუშაობდა.

იერო 2014/15 წლების სეზონში "რეალში" კარლო ანჩელოტის ასისტენტი იყო, 2016/17 წლების სეზონში კი "რეალ ოვიედოს" წვრთნიდა. ამ დროისათვის ფერნანდო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული დირექტორია. თავის მხრივ, მიჩელმა "მალაგას" გარდა "რაიო ვალეკანოში", "კასტილიაში", "ხეტაფეში", "სევილიაში", "ოლიმპიაკოსსა" და "მარსელში" იმუშავა, რაც მის მდიდარ გამოცდილებაზე მეტყველებს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.