MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ლუკას სილვა: "ვფიქრობ, ბენიტესის სათამაშო მოდელს შევეფერები"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 6-07-2015, 07:30
ლუკას სილვა: "ვფიქრობ, ბენიტესის სათამაშო მოდელს შევეფერები"

ბრაზილიელმა მომავალი სეზონისთვის თავის გეგმებზე ისაუბრა...

ზაფხულის არდადეგებზე

"საზაფხულო არდადეგებით სრულ სიამოვნებას ვიღებ. ამით ვისარგებლე, რათა მოვდუნებულიყავი, თუმცა, რამდენიმე დღის განმავლობაში ვვარჯიშობდი. ამიტომ, ახლა მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული".

მოსამზადებელი ეტაპის წინ თავის მდგომარეობაზე

"მზად ვარ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რათა ახალი სეზონისთვის მზადება კარგად დავიწყო".

თავის მომავალზე

"ამ ეტაპზე მხოლოდ მადრიდის "რეალში" დარჩენაზე ვფიქრობ. იმედი მაქვს, მეტი შანსი და სათამაშო დრო მექნება".

ევროკავშირის პასპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე

"აღნიშნული წესების შესახებ გაგონილი მქონდა, მაგრამ ამაზე არ მიფიქრია".

"პორტუსა" და "სევილიას" მხრიდან ინტერესზე

"ეს ორი დიდებული კლუბია. მათი მხრიდან ინტერესი იმას ნიშნავს, რომ კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე".

შესაძლო წასვლაზე

"იმედგაცრუებული ვიქნები, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია".

"რეალში" გატარებულ პირველ თვეებზე

"საკუთარ ძალებში თავდაჯერებული ვიყავი და მოედანზე დიდი დროის გატარება მსურდა. ჩემი ტრანსფერის შემდეგ ბევრი არ მითამაშია, მაგრამ როცა შანსს ვიღებდი, საკუთარი თამაში მომწონდა".

სამომავლოდ ბენიტესთან მუშაობაზე

"ის ძალიან შრომისმოყვარე სპეციალისტია, რომელსაც გუნდში სრულყოფილი ფეხბურთელები სურს და ვფიქრობ, მის სათამაშო მოდელს შევეფერები".

ბურგი: "ბედნიერი ვარ, რომ ახალი გამოწვევა მივიღე"

"კასტილიიდან" "ესპანიოლში" გადაბარგებული ფეხბურთელის ინტერვიუ......

მუსტაფი: ""რეალის" მხრიდან ინტერესმა ძალიან გამახარა"

"ვალენსიას" მცველმა შკოდრან მუსტაფიმ, მადრიდის "რეალის" მხრიდან ინტერესზე ისაუბრა......

ჩიჩარიტო: "არ ვიცი, სად ვითამაშებ მომავალ სეზონში"

მექსიკელმა ფორვარდმა თავის მომავალზე ისაუბრა......

ზიდანი: "ხელმძღვანელობა გრძნობს, რომ ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა"

"კასტილიას" თავკაცმა კლუბის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.