MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბენიტესის ეფექტი

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 6-07-2015, 07:46
ბენიტესის ეფექტი

ახალი მთავარი მწვრთნელი ეცდება სერხიო რამოსის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს...

რაფაელ ბენიტესის პრობლემები გრძელდება, რადგან სერხიო რამოსი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა. მადრიდის "რეალში" მუშაობის დაწყება მრავალ უსიამოვნო სიტუაციასთან დაპირისპირებას ნიშნავს. გარდა ამისა, უმრავლესობის აზრის მიუხედავად, სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. რამოსის სურვილმა "რეალის" დატოვების შესახებ მთელი საფეხბურთო სამყარო შეაშფოთა, ხოლო მადრიდული გრანდის ბოსები ბენიტესში "მშვიდობისმყოფელს" ხედავენ, რომელმაც სიტუაცია 180 გრადუსით უნდა შემოაბრუნოს.

სავარაუდოდ, ანდალუსიელი მცველი მთავარ მწვრთნელს კვირის განმავლობაში, ანუ მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე შეხვდება. ბენიტესმა პირველი შეხვედრა კლუბის ვიცე–კაპიტანთან დაგეგმა, რათა მისი სამომავლო გეგმების შესახებ ყველაფერი გაიგოს.

სერხიო რამოსი რაფას გეგმებში გადამწყვეტ როლს ასრულებს და სწორედ ამიტომ, მწვრთნელის ფაქტორი ანდალუსიელ მცველთან წარმატებული მოლაპარაკებების გარანტია. ვიცე–კაპიტნის წასვლით მთავარი მწვრთნელი უმნიშვნელოვანეს ფიგურას დაკარგავს. ბენიტესი სერხიოში გუნდის მთავარ ლიდერს ხედავს, რომელმაც თავისი შემართება სხვა თანაგუნდელებამდე უნდა მიიტანოს. მომავალში გასამართი მოლაპარაკებების ძირითადი მიზანია 29 წლის მცველი დაარწმუნონ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის.

თუმცა, ბენიტესის მისია ამით არ შემოიფარგლება. ესპანელმა იკერ კასილასის მომავალსაც ნათელი უნდა მოჰფინოს და "რეალის" ფეხბურთელებზეც დადებითი გავლენა ჰქონდეს, რომლებიც გუნდში სამედიცინო პერსონალის შეცვლით უკმაყოფილონი არიან.

შეხვედრა ბენიტესსა და რამოსს შორის

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ რაფაელ ბენიტესისა და სერხიო რამოსის შეხვედრა შედეგს გამოიღებს და ანდალუსიელი მცველი კლუბში დარჩება......

რამოსის მოთხოვნა "რეალს"

მადრიდის "რეალის" ვიცე–კაპიტანმა სერხიო რამოსმა კლუბის პრეზიდენტს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა......

ბენიტესს რამოსის იმედი აქვს

მთავარ მწვრთნელს თავისი მოსაზრება აქვს......

მადრიდელი კომანდანტე

მადრიდის "რეალის" ახალი მწვრთნელის მუშაობის მთავარი პრინციპები......

ამავისკა: "ბენიტესი "რეალის" გონივრული გადაწყვეტილებაა"

მადრიდის "რეალის" ექს–ფეხბურთელმა ხოსე ემილიო ამავისკამ, მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნის შესახებ ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.