რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "რეალი" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ლოპეტეგის სანაცვლოდ 2 მლნ. ევროს გადაუხდის

"რეალი" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ლოპეტეგის სანაცვლოდ 2 მლნ. ევროს გადაუხდის

13-06-2018, 02:28
ავტორი: ZZ
ნახვა: 421
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალი" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ლოპეტეგის სანაცვლოდ 2 მლნ. ევროს გადაუხდის
ცნობილი გახდა ხულენ ლოპეტეგის მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის დეტალები...

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 51 წლის სპეციალისტი "რეალს" მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია "რეალისგან" 2 მლნ. ევროს მიიღებს. ლოპეტეგის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სწორედ ესაა მითითებული.

ლოპეტეგი მეხუთე მწვრთნელი გახდება, ვის სანაცვლოდაც "რეალი" კომპენსაციას გადაიხდის. აქამდე ეს მწვრთნელები ჯონ ტოშაკი (90 მლნ. პესეტა 1989 წელს), მანუელ პელეგრინი (4 მლნ. ევრო 2009 წელს), ჟოზე მოურინიო (8 მლნ. ევრო 2010 წელს) და კარლო ანჩელოტი (4 მლნ. ევრო 2013 წელს) იყვნენ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.