რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ლოპეტეგიმ შესაძლოა ესპანეთის ნაკრები მუნდიალის დაწყებამდე დატოვოს

ლოპეტეგიმ შესაძლოა ესპანეთის ნაკრები მუნდიალის დაწყებამდე დატოვოს

13-06-2018, 12:25
ავტორი: ZZ
ნახვა: 514
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ლოპეტეგიმ შესაძლოა ესპანეთის ნაკრები მუნდიალის დაწყებამდე დატოვოს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლუის რუბიალესი ხულენ ლოპეტეგის სიტუაციით და მისი "რეალში" გადაბარგებით უკმაყოფილოა...

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ლოპეტეგის სანაკრებო მომავალი ეჭვქვეშაა. შესაძლოა მას "ფურია როხას" მთავარი მწვრთნელის პოსტი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაატოვებინონ.

რუბიალესი თვლის, რომ ლოპეტეგის მიერ მუნდიალამდე მიღებული გადაწყვეტილება ღალატია. ამბობენ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელი ხულენის გათავისუფლებას მის კრასნოდარში ჩასვლამდე ითხოვდა, მაგრამ ფედერაციის სხვა წევრებმა დაამშვიდეს.

დღეს, თბილისის დროით 12:30 წუთზე, ლოპეტეგი და რუბიალესი "კრასნოდარის" ბაზაზე პრესკონფერენციას გამართავენ. შესაძლოა იქ ითქვას, რომ ლოპეტეგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.