რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ლოპეტეგი: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

ლოპეტეგი: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

14-06-2018, 02:09
ავტორი: ZZ
ნახვა: 919
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ლოპეტეგი: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"
ხულენ ლოპეტეგი, რომელიც გუშინ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, "ფურია როხას" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებებს უსურვებს...

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ვიმედოვნებ ესპანეთის ნაკრები ზღაპრულად იასპარეზებს და მუნდიალს მოიგებს. შესანიშნავი გუნდი გვყავს" - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს Marca.

12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ლოპეტეგი "რეალს" ჩაიბარებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო.

რუბიალესი კრასნოდარში ესპანეთის ნაკრებს ეწვია, სადაც ლოპეტეგის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.