რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად გააკრიტიკა

პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად გააკრიტიკა

15-06-2018, 01:06
ავტორი: ZZ
ნახვა: 1264
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად გააკრიტიკა
ფლორენტინო პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ხულენ ლოპეტეგის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების გამო მკაცრად გააკრიტიკა...

ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა.

თუმცა, პერესი ირწმუნება, რომ ფედერაციას ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მისაღებად მოტივი არ ჰქონია.

"ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაგვეკეთებინა, რათა ლოპეტეგის სანაკრებო სამსახურში ხელი არ შეშლოდა. ჩვენი შეთანხმების შესახებ ფედერაციის პრეზიდენტს შევატყობინე. ეს ჩვეულებრივი პროცედურა იყო და მეორე დღეს პრესკონფერენციაზე ყველაფრის თქმას ვგეგმავდით. ის, რაც შემდეგ მოხდა, ჩემთვის გაუგებარი იყო. როგორც ჩანს, ვიღაც მზადაა ყველაფერზე წავიდეს იმისათვის, რომ "რეალს" ზიანი მიაყენოს".

"ის, რაც ფედერაციამ გააკეთა, უსამართლობაა. წარსულში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ვფიქრობ, ახლა გარკვეული ტრენდი არსებობს, რომლის მიზანიც "რეალისთვის" ზიანის მიყენებაა. კლუბისთვის, რომელსაც თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვს".

"ამბობენ, რომ ლოპეტეგის წასვლას შეეძლო ნაკრების ფეხბურთელებისთვის გავლენა მოეხდინა, მაგრამ ჩვენ ხომ მაღალი დონის ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან, რომელთა მიზანიც დიდი ტურნირის მოგებაა. მსგავსი ინფორმაცია მათ განწყობას მცირედითაც კი ვერ შეცვლიდა. ისტორიაში ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა. ვერანაირ არგუმენტს ვერ ვხედავ იმის სასარგებლოდ, რომ მუნდიალამდე ერთი დღით ადრე მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გაათავისუფლო. მათ უბრალოდ ის სამუშაო გაანადგურეს, რომელიც ნაკრებმა წინა ორ წელიწადში ჩაატარა".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.