ალისონი და მილინკოვიჩ-სავიჩი - "რეალის" მთავარი სამიზნეები » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ალისონი და მილინკოვიჩ-სავიჩი - "რეალის" მთავარი სამიზნეები

ალისონი და მილინკოვიჩ-სავიჩი - "რეალის" მთავარი სამიზნეები

17-06-2018, 15:38
ავტორი: ZZ
ნახვა: 341
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ალისონი და მილინკოვიჩ-სავიჩი - "რეალის" მთავარი სამიზნეები
მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულს "რომას" გოლკიპერ ალისონ ბეკერის და "ლაციოს" ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირებას გეგმავს...

"სამეფო კლუბი" "რომას" ბრაზილიელი გოლკიპერით დიდი ხანია ინტერესდება. მადრიდელებმა რომაელებს ალისონის სანაცვლოდ 55 მლნ. ევრო და 5 მილიონი ბონუსად შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიურ მხარეს ბრაზილიელში 80 მლნ. ევროს მიღება სურს.

გარდა ამისა, "რეალის" ახალი თავკაცი ხულენ ლოპეტეგი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენით სერიოზულ ინტერესს იჩენს.

სერიოზული პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ "ლაციო" სერბის სანაცვლოდ 150 მლნ. ევროს ითხოვს. თუმცა, არაა გამორიცხული "რეალმა" რომაელებს ეს თანხა გადაუხადოს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.