MADRIDISTA.GE

Real Madrid News

არბელოა – დამრიგებელი და მორალური ლიდერი

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი თარიღი: 6-07-2015, 20:30
არბელოა – დამრიგებელი და მორალური ლიდერი

რაფაელ ბენიტესის მადრიდის "რეალში" მოსვლით, "სპარტელი" შესაძლოა კლუბში უფრი გავლენიან ფიგურად იქცეს...

რაფაელ ბენიტესის "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნით ალვარო არბელოამ შესაძლოა გუნდში ახალი ფუნქციები შეასრულოს. რაფა და ალვარო ერთმანეთს "ლივერპულში" ერთობლივი მუშაობიდან იცნობენ. არ არის გამორიცხული, ესპანელი მცველი კლუბის გასახდელში ბენიტესის წარმომადგენელი გახდეს.

თუ იკერ კასილასი და სერხიო რამოსი "რეალს" დატოვებენ, არბელოამ ნაბიჯი წინ უნდა გადადგას და თანაგუნდელებისთვის დამრიგებელი და მორალური ლიდერი გახდეს. ცოტა თუ გრძნობს ისეთ მადრიდიზმს, როგორსაც "სპარტელი", "რეალის" აღზრდილი.

გარდა ამისა, ახალ სეზონში ალვარო დანიელ კარვახალსა და დანილოს სასარგებლო რჩევებს მისცემს. ბრაზილიელი მცველის მოსვლით დაცვის მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია გაიზრდება და თამაშის ხარისხი გაუმჯობესდება.

"გალაქტიკოსის" ქომაგთა დიდი ნაწილი არბელოას გუნდის მესამე კაპიტნად მოიხსენიებს. ისინი "სპარტელს" განსაკუთრებულ მხარდაჭერას სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით უცხადებენ. ეჭვგარეშეა, რომ მომავალ სეზონში გუნდის მე–17 ნომერი თავისი ცხოვრების კლუბისთვის ყველაფერს გაიღებს.
AKER BASILLAS (47) 6 ივლისი 2015 20:41

au rogor mezizgeba es tipi ra gaxda amis moshoreba es ra chiri gvchirs to

ალვარო არბელოას თავის გამოჩენა სურს

ალვარო არბელოას სურს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მადრიდის "რეალში" თამაშს იმსახურებს......

ლუკე: "ბენიტესი კასილასისთვის იდეალური მწვრთნელი არ არის"

ლა–კორუნიის "დეპორტივოსა" და ესპანეთის ნაკრების ექს–ფორვარდი ალბერტ ლუკე მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალში" რაფაელ ბენიტესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით იკერ კასილასი ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს......

კასილასი: "კეთილი იყოს შენი შინ მობრძანება, რაფა!"

იკერ კასილასი სოციალურ ქსელში რაფაელ ბენიტესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა......

ბენიტესს ნაჩოს შენარჩუნება სურს

რაფა კანტერანოს არ გაუშვებს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.