რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » Marca: "იუვენტუსმა" რონალდუსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

Marca: "იუვენტუსმა" რონალდუსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

3-07-2018, 13:07
ავტორი: ZZ
ნახვა: 924
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
Marca: "იუვენტუსმა" რონალდუსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
ამ ზაფხულს შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალი" დატოვოს...

ტურინის "იუვენტუსი" 33 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადაბირებით ინტერესდება. "ბებერმა სენიორამ" იცის, რომ რონალდუსა და "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტია. ამიტომ, კრიშტიანუს ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობენ.

გაზეთი Marca Tuttosport-ზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ტურინელებმა რონალდუსთან კონტრაქტის დეტალებზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. კრიშტიანუ იტალიელებთან ხელშეკრულებას 2022 წლამდე გააფორმებს, ხოლო წლიურად 30 მლნ. ევროს მიიღებს.

პორტუგალიელის გამოსასყიდი თანხა 1 მლრდ. ევროს შეადგენს, მაგრამ ფეხბურთელს კლუბთან შეთანხმება აქვს იმის თაობაზე, რომ პირდაპირ კონკურენტში თუ არ გადაბარგდება, გამოსასყიდი თანხა საგრძნობლად შემცირდება.

"იუვენტუსი" "რეალს" დაუკავშირდა და კრიშტიანუს სანაცვლოდ 120 მლნ. ევროს გადახდა შესთავაზა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.