MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ნავასი: ""რეალში" იმიტომ გადმოვბარგდი, რომ ძირითადში ადგილი მოვიპოვო"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 6-07-2015, 20:46
ნავასი: ""რეალში" იმიტომ გადმოვბარგდი, რომ ძირითადში ადგილი მოვიპოვო"

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა კეილორ ნავასმა, კოსტა–რიკულ ჟურნალ «La Razón»–ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის გამოჯანმრთელების პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...

ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
ღვთის წყალობით, უკვე უკეთ. ყოველდღიურად თავს უკეთესად ვგრძნობ და მთავარი სწორედ ეს არის. მსურს 100%–ით მზადყოფნაში ვიყო, რათა ვარჯიშს შევუდგე. ბოლო დღეებში ვისვენებდი, მადრიდში დაბრუნების შემდეგ კი სხვადასხვა სახის ვარჯიშებს ვასრულებ.

არის იმის შანსი, რომ 10 ივლისიდან, როცა "რეალი" ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, ვარჯიშებს შეუდგეთ?
ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. სამედიცინო შემოწმებას გავივლი, რომელიც აჩვენებს, როგორ მდგომარეობაში ვარ და შემიძლია თუ არა ვარჯიში. ღვთის წყალობით, ბოლო დღეებში არაფერი მტკივა. ბოლო დღეებში საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ასევე, არანაირი შემოწმება არ გამივლია.

"რეალში" მეკარის პოზიციაზე გაურკვევლობაა. უცნობია, გაუშვებს თუ არა კლუბი კასილასს, გადმობარგდება თუ არა დე ხეა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული. "რეალში" იმიტომ გადმოვბარგდი, რომ ძირითადში ადგილი მოვიპოვო. ამ ეტაპზე ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

თქვენ უკვე გარკვეული გამოცდილება გაქვთ. ის პირველი სეზონისგან ოდნავ განსხვავებულია. როგორი იქნება ახალი ეტაპი?
დიდი იმედებით დავბრუნდი. ვცდილობ ჩემი სამუშაო ყოველთვის საუკეთესოდ შევასრულო, ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვიშრომო და ძირითადში ადგილი მოვიპოვო. ჩემი შესაძლებლობები კარგად ვიცი და "სამეფო კლუბში" იმ მიზნით ვბრუნდები, რომ ძირითადისთვის ვიბრძოლო.

ეს თქვენი წელი იქნება?
ამის დიდი იმედი მაქვს. ცუდზე არასდროს ვფიქრობ. ვცდილობ ყველაფერს პოზიტიური კუთხით მივუდგე. ვიმედოვნებ, ამ სეზონში ყველაფერი გამომივა.

რაფაელ ბენიტესს უკვე ესაუბრეთ?
დიახ. მსურს ვარჯიშებს დავუბრუნდე, ძველი ფორმა დავიბრუნო და გავაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს – თავდაუზოგავად ვიშრომო. სურვილი მაქვს დავამტკიცო, რომ ძირითადი შემადგენლობის გოლკიპერისთვის ყველა თვისება გამაჩნია.

ბურგი: "ბედნიერი ვარ, რომ ახალი გამოწვევა მივიღე"

"კასტილიიდან" "ესპანიოლში" გადაბარგებული ფეხბურთელის ინტერვიუ......

ნავასი: "კასილასზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, დავრჩები თუ არა "რეალში""

კეილორ ნავასი დარწმუნებული არაა, რომ კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს......

ნავასი: "ბენიტესს დიდ მადლობას ვუხდი"

მადრიდის "რეალისა" და კოსტა რიკის ნაკრების გოლკიპერმა კეილორ ნავასმა, ხამეს როდრიგესსა და რაფაელ ბენიტესზე ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.