რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » SportMediaset: "იუვენტუსმა" შესაძლოა რონალდუ 7 ივლისს წარადგინოს

SportMediaset: "იუვენტუსმა" შესაძლოა რონალდუ 7 ივლისს წარადგინოს

5-07-2018, 21:43
ავტორი: ZZ
ნახვა: 312
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
SportMediaset: "იუვენტუსმა" შესაძლოა რონალდუ 7 ივლისს წარადგინოს
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას სურს კრიშტიანუ რონალდუ რაც შეიძლება მალე წარადგინოს...

დღეს, "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა, სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი და მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ერთმანეთს შეხვდნენ. ამ უკანასკნელმა შვებულება ვადაზე ადრე შეწყვიტა.

მხარეებმა შეხვედრისას საჭირო ნაბიჯები განიხილეს, რომლებიც რონალდუს ტრანსფერის განსახორციელებლადაა საჭირო. შეკრების დასრულების შემდეგ მაროტა და პარატიჩი მადრიდში გაფრინდნენ, რათა "რეალს" საბოლოოდ მოურიგდნენ.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას სურს კრიშტიანუს ტრანსფერი უახლოეს საათებში გაიფორმოს და ფეხბურთელი გულშემატკივრებს 7 ივლისს წარუდგინოს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.