რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ვალდანო: "რეალიდან" წასვლით რონალდუ უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე "რეალი"

ვალდანო: "რეალიდან" წასვლით რონალდუ უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე "რეალი"

9-07-2018, 20:53
ავტორი: ZZ
ნახვა: 450
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ვალდანო: "რეალიდან" წასვლით რონალდუ უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე "რეალი"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ El Transistor-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ვარსკვლავებზე ისაუბრა. ასევე, კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა...

მუნდიალი

"ჩვენ "ტიკი-ტაკას" ალტერნატივას ვადევნებთ თვალს. ეს უფრო პირდაპირი, მაგრამ ბევრად მოსაწყენი ფეხბურთია".

ლუკა მოდრიჩი

"მოდრიჩი დიდებული ფეხბურთელია. ის მუნდიალზე იმ მცირე ფეხბურთელთა შორისაა, რომელმაც თავის გამოჩენა თავისი თამაშით მოახერხა. ლუკა ისეთია, როგორიც 8 წლის წინ ინიესტა იყო. ის ფეხბურთს ყოველივე დემაგოგიის გარეშე ალამაზებს".

კილიან მბაპე

"მბაპე იმაზე უფრო მომწიფებული ფეხბურთელია, ვიდრე გვგონია".

ბელგიის ნაკრები

"რობერტო მარტინესი საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ ამას წარმატება მოაქვს. მას შესანიშნავი თაობა ჰყავს, რომლებიც უკვე მომწიფდნენ".

არგენტინის კანტერა

"სამხრეთ ამერიკაში ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ცოტა ტალანტი რჩება. ფეხბურთელები ევროპაში ადრე მიდიან. არგენტინაში ადგილობრივი ფეხბურთი ძალიან ცუდად მუშაობს".

ნეიმარი

"ნეიმარის თვისებები საოცარია. მას სისწრაფე და კლასი აქვს, მომენტების შექმნა შეუძლია. ის ყველაფერს ფლობს".

მესი და კრიშტიანუ

"არამგონია მომდევნო თაობებში მესის და კრიშტიანუს მსგავსი ფეხბურთელები გამოჩნდნენ. ისინი ნამდვილი საფეხბურთო მონსტრები არიან".

რონალდუს "რეალიდან" შესაძლო წასვლა

"რეალიდან" წასვლა უაზრო გადაწყვეტილებაა, კრიშტიანუს კი გონიერ ადამიანად ვიცნობ. "რეალიდან" წასვლით რონალდუ უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე "რეალი".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.