MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 10-07-2018, 20:19
კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი

კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი "რეალიდან" წასვლის შემდეგ...

"რეალში" და ქალაქ მადრიდში გატარებული წლები ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერია".

"ამ კლუბის, გულშემატკივრების და ქალაქის მიმართ მხოლოდ უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს. ყველას მადლობას ვუხდი გამოჩენილი სიყვარულისთვის".

"მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების დროა და სწორედ ამიტომ კლუბს ჩემი გაშვება ვთხოვე. ყველას ვთხოვ გამიგოს".

"მთელი ეს 9 წელიწადი შესანიშნავი იყო. აქ 9 უნიკალური წელიწადი გავატარე. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, მაგრამ ამავდროულად რთულიც, რადგან "რეალში" ძალიან მაღალი მოთხოვნებია. თუმცა, არასდროს დამავიწყდება, რომ აქ ფეხბურთის თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი".

"გუნდში მინდორზე და გასახდელში ბრწყინვალე თანაგუნდელები მყავდა. ერთად ზედიზედ 3, ბოლო 5 წელიწადში კი 4 ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ინდივიდუალურ დონეზე კი 4 "ოქროს ბურთი" და 3 "ოქროს ბუცი" მოვიგე. მთელი ამ დროის განმავლობაში ამ ბრწყინვალე და უდიდეს გუნდში ვიყავი".

"რეალმა" ჩემი და ჩემი ოჯახის გული დაიპყრო და ამიტომ მსურს მადლობა გადავუხადო კლუბს, პრეზიდენტს, დირექტორებს, ჩემს კოლეგებს, ყველა მწვრთნელს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს და ყველა მუშა-პერსონალს, რომლებიც ყველა დეტალისთვის თავდაუზოგავად შრომობენ".

"უსასრულოდ მადლობას გიხდით და ასევე დიდი მადლობა ესპანურ ფეხბურთს. ამ 9 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ჩემი პატივისცემა და აღიარება ყველა მათგანს".

"დიდხანს ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ახალი ეტაპის დრო მოვიდა. მივდივარ, მაგრამ ეს მაისური, გერბი და "სანტიაგო ბერნაბეუ" ყოველთვის ჩემს გულში იქნება".

"მადლობა ყველას და როგორც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 9 წლის წინ პირველად ვთქვი, ¡Hala Madrid!".

გუტის გამოსამშვიდობებელი წერილი "რეალს"

როგორც უკვე გამცნეთ, გუტიმ მადრიდის "რეალის" სტრუქტურა დატოვა და თურქულ "ბეშიქთაშში" გადაბარგდა, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იქნება. კლუბის ლეგენდამ "რეალს" გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა......

ალვარო მორატას გამოსამშვიდობებელი წერილი

ალვარო მორატა მადრიდის "რეალს" და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა......

მარიანოს გამოსამშვიდობებელი წერილი

მარიანო დიასი ყოფილი კლუბის გულშემატკივრებს თბილად დაემშვიდობა......

პეპე მადრიდისტებს დაემშვიდობა

პეპე სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს დაემშვიდობა......

მედრანის გამოსამშვიდობებელი წერილი

"რეალში" გატარებული ხუთი წლის შემდეგ, ალვარო მედრანი მადრიდისტებს გამოემშვიდობა. ის "ვალენსიაში" გადაბარგდა. თუმცა, მშობლიურ კლუბს არ ივიწყებს......

რონალდუ: "როცა "რეალის" ფორმა პირველად მოვირგე, არ მეგონა, თუ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი"

დღეს, მადრიდის "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუსთვის საზეიმო ღონისძიება მოაწყო. პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა......

დერიკის გამოსათხოვარი წერილი

დერიკ ოსედე მადრიდის "რეალს" დაემშვიდობა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.