MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რონალდუსთან ერთად "იუვენტუსში" მარსელოც გადაბარგდება

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 11-07-2018, 16:02
რონალდუსთან ერთად "იუვენტუსში" მარსელოც გადაბარგდება

იტალიური გამოცემა SportMediaset-ის ინფორმაციით, ტურინელები ალექს სანდროს "მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდვას გეგმავენ, მის სანაცვლოდ კი მარსელოს გადაიბირებენ...

ტურინის "იუვენტუსმა" გუშინ საუკუნის ტრანსფერი გაჩარხა და "რეალიდან" კრიშიანუ რონალდუ შეიძინა. პორტუგალიელის პრეზენტაციას შაბათს გეგმავენ. გუნდი რონალდუს ტრანსფერი ძალიან გაძლიერდა, მაგრამ ტურინელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და "რეალის" კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებენ, რომელსაც რონალდუსთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს. საუბარია მარცხენა მცველ მარსელოზე. ალექს სანდროს "პსჟ"-ში ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებით, "იუვენტუსის" რიგებს დიდი ალბათობით მარსელო შეავსებს.

"იუვენტუსის" მარსელოსადმი ინტერესი მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ტურინელებმა კრიშტიანუ გადაიბირეს. ბრაზილიელსა და პორტუგალიელს შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა და ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერ სენიორას" მარსელოს გადაბირება სწორედ რონალდუმ ურჩია. 30 წლის მარსელოს "რეალიდან" წასვლის საკითხი აქამდე არასდროს ყოფილა განხილვის საგანი. თუმცა, ბრაზილიელი ტურინელთა რიგებში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაბარგდება, თუ გუნდს ალექს სანდრო დატოვებს. მართალია, ტურინელებმა ამ უკანასკნელს კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძლივება და წლიურად 4-4,5 მლნ. ევრო ხელფასი შესთავაზეს, მაგრამ ბრაზილიელს კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

რონალდუს დიბალა ჩაანაცვლებს?

მადრიდის "რეალი" კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ პაულო დიბალას შეძენას შეეცდება......

ალექს სანდრო: "რეალი" მხოლოდ რონალდუ არ არის"

ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ალექს სანდრომ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალიდან" საფრთხეს კრიშტიანუ რონალდუს გარდა სხვა ფეხბურთელებიც შექმნიან......

"რეალი" და "ჩელსი" ალექს სანდროსთვის იბრძოლებენ

Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ტურინის "იუვენტუსის" მცველ ალექს სანდროს გადაბირებით ინტერესდება. "ბებერი სენიორა" სანდროს სანაცვლოდ მინიმუმ 45 მლნ. ევროს ითხოვს......

მარკო ასენსიო "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებით დაინტერესებას აგრძელებს. მას შემდეგ, რაც იტალიელებმა ისკო ალარკონისა და ხამეს როდრიგესის ტრანსფერები ვერ გაჩარხეს, ახლა მარკო ასენსიოს გადაბირებაზე ზრუნავენ......

"იუვენტუსმა" ხამეს როდრიგესს დაუმიზნა

მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ტურინის "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა......

Marca: ფერგიუსონი ცდილობს რონალდუ "ემიუში" დაბრუნებაზე დაიყოლიოს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, კრიშტიანუ რონალდუსთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა......

A Bola: "რეალთან" ერთად ლიორენტესთვის "პორტუ" და "ლივერპულიც" იბრძოლებენ

პორტუგალიური გამოცემის ინფორმაციით, "რეალთან" ერთად ტურინის "იუვენტუსის" ბასკი ფორვარდის გადასაბირებლად "პორტუ" და "ლივერპულიც" იბრძოლებენ......

"რეალმა" შესაძლოა ალექს სანდრო გადაიბიროს

სეზონის დასრულების შემდეგ, "პორტუს" მარცხენა მცველი ალექს სანდრო შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.