MADRIDISTA.GE

Real Madrid News

330 მლნ. ევრო ნეიმარის სანაცვლოდ. "რეალში" ბრაზილიელის ეპოქა იწყება

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 12-07-2018, 02:27
330 მლნ. ევრო ნეიმარის სანაცვლოდ. "რეალში" ბრაზილიელის ეპოქა იწყება

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "პსჟ"-ს ნეიმარის სანაცვლოდ 330 მლნ. ევროს გადაუხდის, ხოლო ბრაზილიელი წლიურად ხელფასის სახით 49 მლნ. ევროს მიიღებს...

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის მომდევნო გალაქტიკო ნეიმარი გახდება. უახლოეს მომავალში ბრაზილიელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდება. "რეალის" პრეზიდენტის თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ პერესმა მეგა-ტრანსფერი გაჩარხა, ახალი სეზონიდან კი ნეიმარი "რეალის" ფორმით იასპარეზებს.

დღეს, "რეალის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ბრაზილიაში გაემგზავრება, რათა ტრანსფერის რამდენიმე დეტალი მოაგვაროს, რათა ნეიმარის პრეზენტაციისთვის ყველაფერი მზად იყოს. ფეხბურთელის ხელფასთან დაკავშირებით შეთანხმება საბოლოოა, "პსჟ" კი მის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას მიიღებს.

მადრიდული გრანდის წარმომადგენელი ესპანეთის დედაქალაქს ამ უქმეებზე დაუბრუნდება, ორშაბათიდან კი "რეალი" ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ხულენ ლოპეტეგის ეცოდინება, თუ როდის შეუდგება ნეიმარი გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას. ბრაზილიელი დიდი ალბათობით გუნდს ამერიკულ ტურნეში შეუერთდება, რომელიც ივლისის ბოლოსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-მ ნეიმარი გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" იმ დროისთვის რეკორდული თანხის (222 მლნ. ევრო) სანაცვლოდ შეიძინა. თუმცა, ბრაზილიელი პარიზულ კლუბში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და სეზონის განმავლობაში ესპანეთში დაბრუნების სურვილიც გამოთქვა.

ნეიმარის წარმომადგენელი მადრიდს დღეს ეწვევა

"პსჟ"-ს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მადრიდის "რეალს" უახლოვდება......

TVE: "რეალმა" "პსჟ"-ს ნეიმარის სანაცვლოდ 310 მლნ. ევრო შესთავაზა

TVE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" "პსჟ"-ს ნეიმარის სანაცვლოდ 310 მლნ. ევრო შესთავაზა......

კატალონიური პრესა: ნეიმარი "რეალში" 2019 წელს გადაბარგდება

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "პსჟ"-ს შემტევი ნეიმარი ესპანეთში დაბრუნდება......

ფრანგი საფეხბურთო ექსპერტი: "ნეიმარი 100%-ით "რეალში" ითამაშებს"

გასულ ზაფხულს ნეიმარი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში რეკორდული 222 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. თუმცა, ფრანგი საფეხბურთო ექსპერტი ჟულიენ ლოურენსი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი პარიზულ კლუბში დიდხანს არ გაჩერდება და "რეალში"...

ნეიმარი ზაფხულში "რეალის" ფეხბურთელი გახდება

ესპანელი ჟურნალისტი ედუარდო ინდა ირწმუნება, რომ "პსჟ"-ს შემტევი ნეიმარი ზაფხულში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება......

ფლორენტინო პერესი ნეიმარის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს

El Larguero-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნეიმარი შეიძინოს......

ნეიმარი 400 მლნ. ევროს სანაცვლოდ

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალს" ამ ზაფხულს "პსჟ"-დან ნეიმარის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი......

"რეალი" მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 190 მლნ. ევრო გადაიხადოს

Marca-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზადაა "ბარსელონას" ნეიმარის სანაცვლოდ 190 მლნ. ევრო გადაუხადოს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.