MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კლემენტი: "რამოსი ერთ–ერთი საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 7-07-2015, 16:05
კლემენტი: "რამოსი ერთ–ერთი საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია"

Sky Sports–თან ინტერვიუში, მადრიდის "რეალში" კარლო ანჩელოტის ექს–ასისტენტმა პოლ კლემენტმა სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა...

მოგეხსენებათ, ამჟამად რამოსის მომავალი ბურუსითაა მოცული. არავინ იცის, სად დაიწყებს ანდალუსიელი მცველი მომავალ სეზონს.

"სერხიო ფანტასტიური ფეხბურთელია. ერთ–ერთი საუკეთესო, ვისთანაც მიმუშავია. მას ბევრი თვისება გააჩნია: ლიდერი, ათლეტი, სპორტსმენი და ფანტასტიური პიროვნებაა. ის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ბევრ ძალიან კარგ ცენტრბექთან მიმუშავია: ჯონ ტერისთან, ტიაგო სილვასთან, პეპესთან და რაფაელ ვარანთან, მაგრამ რამოსი მათზე მაღლა დგას".

რაც შეეხება სერხიოს "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლო გადაბარგებას, კლემენტმა თქვა: "სადაც არ უნდა ითამაშოს სერხიომ, "რეალში" თუ "მანჩესტერ იუნაიტედში", ასეთი ფეხბურთელის ყოლით ორივე კლუბი მოგებული დარჩება. რამოსი "ემიუსთვის" ნამდვილი ბონუსი იქნება".

კარაგერი: "თუ რამოსი "ემიუში" გადაბარგდება, მსაჯებთან ფრთხილად უნდა იყოს"

"ლივერპულის" ექს–მცველმა ჯეიმი კარაგერმა სერხიო რამოსის "ემიუში" შესაძლო გადაბარგებაზე ისაუბრა......

ფერდინანდი: "არამგონია რამოსი "ემიუში" გადაბარგდეს"

რიო ფერდინანდმა სერხიო რამოსის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადაბარგების შესახებ ისაუბრა......

კალდერონი: "რამოსი "რეალში" ბედნიერი არ არის"

კლუბის ექს–პრეზიდენტის ინტერვიუ სერხიო რამოსის სიტუაციასთან დაკავშირებით......

კლემენტი: "კრიშტიანუ ნამდვილი კომპიუტერია"

"დერბი ქაუნთის" ახალმა თავკაცმა პოლ კლემენტმა იმედი გამოთქვა, რომ თავისი შეგირდები ისეთივე შემართებით ივარჯიშებენ, როგორც კრიშტიანუ რონალდუ......

სერხიო რამოსი: "დიდებული ადამიანი გვტოვებს"

სერხიო რამოსი კარლო ანჩელოტის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.