MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ოსკარ როდრიგესმა "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 13-07-2018, 00:25
ოსკარ როდრიგესმა "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

ოსკარ როდრიგესი მადრიდის "რეალში" 2023 წლის ივნისამდე დარჩება. ამის შესახებ განცხადება ფეხბურთელმა თავის Instagram-ზე გააკეთა...

ოსკარი, რომელსაც "რეალის" ძირითად გუნდში დებიუტი გასულ ზაფხულს ამერიკულ ტურნეში ჰქონდა, მადრიდული კანტერის ერთ-ერთი მარგალიტია.

ზინედინ ზიდანმა მას ძირითად გუნდში ოფიციალური დებიუტის საშუალება მისცა და სამეფო თასზე "ფუენლაბრადასთან" 75 წუთი ათამაშა. ოსკარმა თავის აგენტს რენე რამოსს (სერხიო რამოსის ძმა) მადლობა გადაუხადა.

ოსკარის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებული შეტყობინება კი ასეთია: "ძალიან მიხარია, რომ "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გავახანგრძლივე. როცა 2009 წელს ძალიან პატარა ასაკში აქ მოვედი, უდიდესი ემოციები შევიგრძენი, ამ მაისურის მორგების შემდეგ კი ემოციებმა უფრო იმატა. ძალიან ამაყი ვარ. მადლობა! და მადლობა რენე რამოსს და RR-Soccer-ის გუნდს, რომელიც ამ თავგადასავალში ჩემს გვერდით იყო".

ასენსიოს გამოსასყიდი თანხა 700 მლნ. ევროს შეადგენს

ცნობილი გახდა მარკო ასენსიოს გამოსასყიდი თანხა, რომელმაც "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა......

ოფიციალურად: "რეალმა" ასენსიოს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივა

მადრიდის "რეალი" და მარკო ასენსიო კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ......

მარკოს ლიორენტე: "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და ჩემი ბავშვობის ოცნებაა"

მარკოს ლიორენტემ "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ესპანელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა......

"რეალმა" ედეგორთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"რეალის" საკუთრებაში მყოფმა მარტინ ედეგორმა, რომელიც არენდით "ჰერენვენში" ასპარეზობს, ნორვეგიის 21-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა......

"რეალი" უახლოეს მომავალში რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მადრიდის "რეალი" უახლოეს მომავალში თავის რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს......

ასენსიო "რეალთან" კონტრაქტს 2023 წლამდე გაახანგრძლივებს

მარკო ასენსიო მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს......

Marca: რონალდუმ "რეალთან" კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა

კრიშტიანუ რონალდუმ "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა......

"რეალი" რამოსს ჯერჯერობით ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს

მადრიდის "რეალი" სერხიო რამოსს ჯერჯერობით კონტრაქტის გახანგრძლივებას არ სთავაზობს. ამის შესახებ ფეხბურთელის ძმამ და აგენტმა, რენე რამოსმა განაცხადა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.