MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"სჯობს საკუთარი ჩერიშევი გყავდეს, ვიდრე სხვისი ვიდალი"

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი თარიღი: 7-07-2015, 20:53
"სჯობს საკუთარი ჩერიშევი გყავდეს, ვიდრე სხვისი ვიდალი"

გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორის ტომას რონსეროს მოსაზრება არტურო ვიდალის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგების შესახებ...

"დრო იცვლება. როცა ჭორების ზღვას ნაპირზე არტურო ვიდალის პერსონა გამოჰყავს, პირადად მე ძალიან ცივი ვრჩები. დიახ, ნებისმიერი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" კიდევ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი შეემატება, მუდმივად სასიხარულოა, მაგრამ ამას ყოველთვის იქამდე მივყავდით, რომ გუნდში კრიტიკულად ცოტა ესპანელი რჩებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი შიში გამართლდება და გუნდს იკერ კასილასი–სერხიო რამოსის დუეტი დატოვებს, "რეალის" სასტარტოში მხოლოდ ერთი ესპანელი დარჩება და ეს დავიდ დე ხეა იქნება".

"არტურო ვიდალის ნიჭს, დიდებას და ავტორიტეტს არ უარვყოფ. ის "იუვენტუსის" მოედნის ცენტრის "სულია", მაგრამ მისი იმიჯი არ მომწონს (მრალრიცხოვანი სკანდალი და ინციდენტი, რომელიც მის გამო ხდება). ვფიქრობ, ვიდალი გასახდელში უფრო მეტ ხმაურსა და დებოშს შეიტანს, ვიდრე ჯანსაღ მხიარულებას. სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი, რომ ეს ტრანსფერი ამდენად საჭიროა".

"ამავდროულად, ძალიან მომწონს კლუბის ახალი პოლიტიკა, რომელიც იმ ბიჭების დაბრუნებისკენაა მიმართული, რომლებმაც მადრიდული კანტერის გზა გაიარეს. მაგალითად, ჩემს ყურადღებას ყოველთვის დენის ჩერიშევი იპყრობდა, რადგან ის მარცხენა ფლანგზე ნამდვილი ტალღასავითაა. გარდა ამისა, მას საოცრად ზუსტი პასები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დენისი რუსია, სულით და გულით მადრიდისტაა. მამამისმა დენისს "რეალისადმი" სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაუნერგა. რაფაელ ბენიტესის ადგილზე ჩერიშევს გუნდში დავტოვებდი".

"რაც შეეხება კაზემიროს, მიუხედავად იმისა, რომ მან "კასტილიაში" სულ რაღაც 6 თვე გაატარა, შემდეგ კი მთავარ გუნდში იქნა გადაყვანილი, მის "ბლანკოსში" დაბრუნებას არანაკლები სიხარულით მივესალმები. ის მაურო სილვას მაგონებს (წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, "დეპორტივოს" ლეგენდა, რომელმაც გალისიურ კლუბთან ერთად ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი მოიგო). კაზემირომ თავისი მოწიფულობა ჯერ კიდევ პირველი სეზონში დორტმუნდის "ბორუსიასთან" დაამტკიცა და დარწმუნებული ვარ, ახალ სეზონში ბრაზილიელი ის მხსნელი გახდება, რომელიც გასულ სეზონში ლუკა მოდრიჩის ტრავმის შემდეგ გვაკლდა, რამაც საბოლოოდ ტიტულების დაკარგვა გამოიწვია. ლუკას ვასკესზე კი სათქმელი არაფერია: ის მარჯვენა ფლანგის მხეცია და მასზე აუცილებლად ალაპარაკდებიან".
faskunji 8 ივლისი 2015 05:21

peresma gisminos kai kaci))

მაროტა: ""რეალს" ვიდალის ტრანსფერის თაობაზე არ მოუმართავს"

ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალმა" მათ არტურო ვიდალის ტრანსფერის თაობაზე მიმართა......

"რეალის" კიდევ ერთი პრობლემა

შემადგენლობის "გაწმენდის" კიდევ ერთი მიზეზი......

"მომავალ შეხვედრამდე, ლუკას"

გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორის ტომას რონსეროს მოსაზრება......

"რეალმა" ვიდალის გადაბირებაზე უარი თქვა

არტურო ვიდალი მადრიდის "რეალის" ინტერესთა სფეროში აღარ შედის......

ბენიტესს მარჯვენა ვინგერის, ცენტრალური ნახევარმცველისა და ფორვარდის შეძენა სურს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რაფაელ ბენიტესი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას გეგმავს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.