აზარის ოფიციალური მოთხოვნა "ჩელსის": ახლა ან არასდროს » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » აზარის ოფიციალური მოთხოვნა "ჩელსის": ახლა ან არასდროს

აზარის ოფიციალური მოთხოვნა "ჩელსის": ახლა ან არასდროს

23-07-2018, 02:18
ავტორი: ZZ
ნახვა: 1392
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
აზარის ოფიციალური მოთხოვნა "ჩელსის": ახლა ან არასდროს
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი ვარსკვლავი მადრიდის "რეალში" გადაბარგებაზე ისევ ოცნებობს...

ედენ აზარს აზრი არ შეუცვლია. მისი ოცნება "სამეფო კლუბში" თამაშია. აზარმა კარგად იცის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადაბარგების შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და ის ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს იმისათვის, რომ "ჩელსი" მადრიდში გაშვებაზე დაიყოლიოს.

"ჩელსი" კვლავ ჯიუტობს და ედენის გაყიდვას არაფრის დიდებით არ აპირებს. ლონდონელებმა "რეალისგან" 190-მილიონიანი შემოთავაზებაც უარით გაისტუმრეს.

თუმცა, აზარი არ ნებდება. ფეხბურთელის მამამ "ჩელსის" ხელმძღვანელობას თავისი შვილის "რეალში" გადაბარგებაზე თანხმობის მიცემა სთხოვა. ედენის მამას არ სურს თავისმა შვილმა ლონდონურ კლუბში გატარებული 6 წლის შემდეგ "სტემფორდ ბრიჯი" სკანდალურად დატოვოს. გარემოს შეცვლის დრო მოვიდა და აზარმა "ჩელსის" "რეალში" გაშვება ოფიციალურად სთხოვა. ბელგიელმა მადრიდელებს ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა. ახლა მხოლოდ "არისტოკრატების" დარწმუნებაა საჭირო.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.