რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კარვახალი: "რაული "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"

კარვახალი: "რაული "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"

27-07-2018, 00:59
ავტორი: Tiki Taka
ნახვა: 537
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კარვახალი: "რაული "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"
დანი კარვახალმა ტელეარხ Bein Sports-ს ინტერვიუ მისცა...

ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში?

"დი სტეფანო".

"რეალის" ისტორიაში?

"რაული. ის აკადემიის ფეხბურთელია, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით და ძალისხმევით ყველაფერი მოიგო. რაული ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა. ის თავით თამაშით და ბურთის კონტროლით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს სწორად აკეთებდა. ჩემთვის ის არის საუკეთესო".

კრიშტიანუ თუ მესი?

"მათი შედარება არ შეიძლება. ორივე თავდასხმაში თამაშობს. ისინი საუკეთესოები, მაგრამ ამავდროულად ძალიან განსხვავებულები არიან. მესის მოედნის უკეთესი ხედვა აქვს, ხოლო როცა ის სივრცეს ნახულობს, თითქოს ბურთი მის ფეხებს "ეწებება". კრიშტიანუ გამანადგურებელია. ის გოლის გასატანად მაქსიმალურად იხარჯება და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს".

"რონალდუ უფრო იმპულსურია. როცა ის საჯარიმოში შედის, ინტუიციით მოქმედებს. მესი ფეხბურთს უფრო თამაშობს, უფრო მშვიდია. რა თქმა უნდა, მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ეს ის არის, რასაც შორიდან ვხედავ".


კეილორ ნავასი

"ნავასი ძალიან საიმედო მეკარეა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის პანტერაა, რომელიც ძელებს შორის დახტის. კეილორი ბურთების მოგერიებისას ძალიან მოქნილია. ის ძალიან მიყვარს. ნავასმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო და უამრავი ქულა მოგვიტანა, მაგრამ პირველ რიგში ის გამორჩეული ადამიანია".

"კეილორი "რეალში" ყოფნას იმსახურებს, რადგან ეს მინდორზე დაამტკიცა და ამაში ვერავინ შემედავება. ის კოსტა-რიკაში ბევრი ადამიანის იდეალია. მან ეს დაიმსახურა".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.