ბეილი ბურთს რონალდუსა და ბენზემაზე იშვიათად იღებს

ბეილი ბურთს რონალდუსა და ბენზემაზე იშვიათად იღებს

წლევანდელ სეზონში არასტაბილური თამაშის გამო ფანები გარეთ ბეილის გაკრიტიკებას აგრძელებენ. ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ უელსელი პარტნიორებისგან ბურთს იშვიათად იღებს და მატჩის მსვლელობისას თავის გამოჩენის საკმარისი შანსი არ აქვს...

გამოცემა AS-ის ჟურნალისტებმა ეს გადაამოწმეს და ყველაფერი ზუსტი გამოდგა.

ბეილი ბურთს კრიშტიანუ რონალდუსა და ქარიმ ბენზემაზე იშვიათად იღებს. საშუალოდ ერთ მატჩში გარეთს ბურთი ყოველ 3 წუთსა და 48 წამში მისდის, რონალდუს ყოველ 3 წუთსა და 13 წამში, ბენზემას კი 3 წუთსა და 39 წამში.

შედეგად კი ბეილს საშუალოდ ერთ მატჩში ბურთი 23–ჯერ ეძლევა, რონალდუს 28–ჯერ, ბენზემას კი 25–ჯერ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.