MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. იბრა "რეალის" ფეხბურთელი გახდება

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 8-07-2015, 08:08
მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. იბრა "რეალის" ფეხბურთელი გახდება

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალი" სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გააქტიურდება. ფლორენტინო პერესი "პსჟ"–სთან ზლატან იბრაჰიმოვიჩის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს...

რამდენიმე დღის წინ პერესი "პსჟ"–ს მფლობელს შეხვდა და შვედი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა. როგორც ჩანს, პარიზელები იბრაჰიმოვიჩის წასვლას არ შეეწინააღმდეგებიან. თუმცა, მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ და არ არის გამორიცხული ბენზემა–ზლატანის ბარტერი ვიხილოთ.

"პსჟ" "რეალის" ფრანგ ფორვარდს დიდი ხანია აკვირდება. ბოლო რამდენიმე წელია ისინი ბენზემას გადაბირებას ცდილობდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში შეთანხმებას ვერ აღწევდნენ. გარდა ამისა, ქარიმი რაფაელ ბენიტესის გეგმებში არ შედის.

თავის მხრივ, იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადაბარგებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის. დიდი შანსია მომავალ სეზონში "რეალის" შეტევის ხაზში ბეილი–იბრაჰიმოვიჩი–რონალდუს ტრიომ ითამაშოს.
zura7 8 ივლისი 2015 08:45

Vaaaa sakaifoa Mara...ronaldo Da ibra rogor sheewyobian???
fantast-isco 8 ივლისი 2015 08:49

ციტატა: zura7
Vaaaa sakaifoa Mara...ronaldo Da ibra rogor sheewyobian???

sheewyobian rogorme dzan magari sheteva gveyoleba tan ibra abarotze ichalichebs barsastan :D
Baghi 8 ივლისი 2015 15:16

გაასწორებს..კი ასაკშია მაგრამ ვფიქრობ კიდე რამოდენიმე წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში..
თან ბარსას გამწარებული ყავს და ელ კლასიკოში ორმაგად სამმაგად მოტივირერბული ითამაშებს

Sport: იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა "რეალში" გადაბარგდეს

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, "პსჟ"–ს შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს......

"მშვიდად, მადრიდისტებო" – პერესმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა

ფლორენტინო პერესი მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა......

"პსჟ" იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად ბენზემას მოიაზრებს

"პსჟ"–ს სამწვრთნელო შტაბს ზლატან იბრაჰიმოვიჩის იმედი აღარ აქვს. ფრანგული კლუბი შვედი ფორვარდის შემცვლელად მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას მოიაზრებს......

აგუერო და დე ხეა "რეალში"? ფლორენტინო პერესი მანჩესტერშია

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას სრული ძალებით შეუდგა. ფლორენტინო პერესი მანჩესტერში იქნა შემჩნეული......

ბონუჩი ან ოტამენდი – ვინ დაიკავებს რამოსის პოზიციას?

როგორც ჩანს, სერხიო რამოსის მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლა უკვე ჭორი აღარ არის. ფლორენტინო პერესი ანდალუსიელი მცველის შემცვლელებს აკვირდება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.