MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ამ ზაფხულს ხამესის "რეალში" დაბრუნება გამოირიცხა

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები თარიღი: 28-07-2018, 00:50
ამ ზაფხულს ხამესის "რეალში" დაბრუნება გამოირიცხა

კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ამ ზაფხულს მადრიდის "რეალში" დაბრუნება გამორიცხა...

ხამეს როდრიგესი ამ ზაფხულს "რეალში" არ დაბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას კოლუმბიურ პრესაში ადასტურებენ. ხამესი ვერ ივიწყებს იმას, თუ როგორ განვითარდა "რეალში" როგორც ფეხბურთელი და პიროვნება, მაგრამ ასევე არასწორად მიაჩნია უღალატოს "ბაიერნს", სადაც გასულ სეზონში ძალიან თბილად მიიღეს.

გერმანულ კლუბში ხამესს დიდი ნდობა გამოუცხადეს. ის მიუნხენური კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ადგილობრივ ქომაგებს თავი ძალიან შეაყვარა. კლუბში მიიჩნევენ, რომ კოლუმბიელმა მათთან თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინა და ვერ ხვდებიან, თუ რატომ სურს "რეალს" ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტა და ფეხბურთელის დაბრუნება. კარლ-ჰაინც რუმენიგე და გუნდის თავკაცი ნიკო კოვაჩი ამბობენ, რომ ხამესი ამ ზაფხულს "ბაიერნს" არ დატოვებს.

მიუნხენელები გეგმავენ, რომ კოლუმბიელი არენდის ამოწურვამდე არსად გაუშვან. ამავდროულად, "რეალში" აცნობიერებენ, რომ ხამესს მომავალ ზაფხულამდე ვერ დაიბრუნებენ. მადრიდელთა ახალ თავკაც ხულენ ლოპეტეგის როდრიგესის ამ ზაფხულს დაბრუნება ძალიან სურს, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

თავად ხამესი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ "ბაიერნთან" კონტრაქტის დარღვევა არცთუ ისე კარგი ვარიანტია. მან მიუნხენში სათამაშო დრო და სასტარტოში ადგილი მიიღო, რაც "რეალში" არ ჰქონდა. ასევე, ხამესის ცოტა ხნის წინ გაკეთებული კომენტარიც გავიხსენოთ: "ბაიერნში" ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ასეთ კლუბში ვთამაშობ".

ხამესს 2019 წლის ზაფხულში "რეალში" დაბრუნება შეეძლება. კოლუმბიელს მადრიდში თავისი სახლი ჯერ არ გაუყიდია და მადრიდელთა ხელმძღვანელობასთან შესანიშნავ ურთიერთობას ინარჩუნებს. ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში მან განაცხადა: "რეალის" დატოვება ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ კლუბში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო".

"ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი ხამესის "რეალში" დაბრუნებას ეხმაურება

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ხამეს როდრიგესის მადრიდის "რეალში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა......

3 მიზეზი, რის გამოც ლოპეტეგის ხამესის დაბრუნება სურს

ხამეს როდრიგესის მადრიდის "რეალში" შესაძლო დაბრუნება უფრო და უფრო რეალური ხდება. მიუნხენის "ბაიერნი" თანახმაა ხამესი "რეალში" დააბრუნოს, თუ მის ღირსეულ შემცვლელს იპოვნის. თავად კოლუმბიელის სურვილი მადრიდულ გრანდში დაბრუნებაა......

ხამესის მამა: "რეალი" ხამესის გულშია. მისი მადრიდში დაბრუნება კარგი იქნებოდა"

ხამეს როდრიგესის მამამ El Larguero-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი ვაჟის "რეალში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა......

ხამესი მომავალ სეზონსაც "ბაიერნში" გაატარებს

ხამეს როდრიგესი ამ ზაფხულს მადრიდის "რეალში" არ დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი AS-ი ავრცელებს......

Marca: ხამესს "რეალში" დაბრუნება სურს

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, კოლუმბიელ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს მადრიდის "რეალში" დაბრუნების სურვილი აქვს......

ხამესი: "რონალდუს არ უნდა ეთქვა ის, რაც თქვა"

კოლუმბიელი ნახევარმცველის ინტერვიუ......

ზიდანი "რეალში" ხამესის ადგილს ვერ ხედავს

სავარაუდოდ, კოლუმბიელი ამ ზაფხულს მადრიდის "რეალს" დატოვებს......

დე ხეას მადრიდში დაბრუნება გელფრენდის გამო სურს

ინგლისური პრესის ინფორმაციით, დავიდ დე ხეას მადრიდში დაბრუნება თავისი გელფრენდის ედურნე გარსიას გამო სურს, რათა ის უფრო ხშირად მოინახულოს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.