MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კლუბი "სანტიაგო ბერნაბეუს" კასილასთან გამოსამშვიდობებლად ამზადებს

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 8-07-2015, 10:09
კლუბი "სანტიაგო ბერნაბეუს" კასილასთან გამოსამშვიდობებლად ამზადებს

განშორება ახლოვდება...

25 წლის წინ, პატარა იკერ კასილასი მადრიდის "რეალის" აკადემიაში მივიდა, რათა გარკვეული დროის შემდეგ მთავარ გუნდთან ერთად ისტორია შეექმნა. და აი, დღიდან დღემდე ეს ზღაპარი დასრულდება. კლუბის ხელმძღვანელობა და კაპიტანი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. გოლკიპერი გუნდს დატოვებს.

დიდი ალბათობით იკერი "პორტუს" შეუერთდება, ხოლო "რეალი" კასილასს ხელფასის 2/3–ს გადაუხდის (1/3 "დრაკონებს" დაეკისრება). იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში "ბლანკოსი" ლეგენდებს არცთუ ისე კარგად ექცევა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კასილასი უკანა კარიდან არ გაუშვას და მას ღირსეული გაცილება მოუწყოს. ამ მომენტისათვის გუნდის წარმომადგენლები "სანტიაგო ბერნაბეუს" ამზადებენ, რათა ლეგენდარული ღირსეულად გააცილონ და ამის გამო სტადიონზე უამრავი ქომაგი შეკრიბონ.

მადრიდის "რეალს" სურს იკერთან დამშვიდობების ოფიციალური ცერემონია მოაწყოს, რომელსაც მთელი ცერემონიის განმავლობაში ფლორენტინო პერესი და ფეხბურთელის ოჯახის წევრები დაესწრებიან. "ჩვენ არ გემშვიდობებით, მხოლოდ "მომავალ შეხვედრამდე"–ს გეუბნებით, რადგან იკერისთვის "რეალის" კარი მუდამ ღია იქნება" – ამბობენ კლუბის წარმომადგენლები "ბერნაბეუს" ოფისებში.

გარდა ამისა, იკერი გუნდის ავსტრალიაში გამგზავრებამდე თანაგუნდელებს გამოეშვიდობება. თავად კასილასი კი "პორტუში" ტრანსფერის დადასტურებისა და "რეალთან" დამშვიდობების შემდეგ ჰოლანდიაში გაემგზავრება, სადაც ახალ გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.
Bacho 8 ივლისი 2015 10:24

epoqis dasasruli! :///////////
jinjo 8 ივლისი 2015 11:31

namdvilad sawyeni newsia tumca yvela sheguebulebi viyavit amas mteli sezonis mandzlize
recourse
M5..... 8 ივლისი 2015 11:42

adre tu gvian yvela legenda tovebs klubs da kasilasic ar aris gamonaklisi, wlevandelma sezonma natlad asaxa,rom ikeri vegar tamashobs uwindeburad da rig aspektebshi gundis lideris funqciac ver sheitavsa,romelsac madridis reali aravis patiobs,ras vizamt samefo klubs samefo motxovnebi aqvs. ra dagvrchenia realis qomagabes garda imisa rom madloba gadavuxadot legendalur kapitans legendaruli wlebistvis.

კასილასმა "პორტუში" გადაბარგებაზე მზადყოფნა გამოთქვა

მადრიდული გრანდის გოლკიპერი და კაპიტანი იკერ კასილასი "პორტუსთან" მოლაპარაკებებს აგრძელებს......

"პორტუმ" "რეალს" კასილასის თაობაზე ოფიციალურად მიმართა

ესპანური ტელეარხი TVE–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იკერ კასილასი მომდევნო სეზონს "პორტუს" რიგებში დაიწყებს......

"რომამ" კასილასთან მოლაპარაკებები წამოიწყო

რომაელებმა მადრიდის "რეალის" ლეგენდარული გოლკიპერის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს......

კანისარესი: ""რეალი" კასილასის მიმართ უსამართლოა"

"ვალენსიას" ექს–გოლკიპერი სანტიაგო კანისარესი აცხადებს, რომ იკერ კასილასს უსამართლოდ ექცევიან......

მედრანი მოსამზადებელ ეტაპს "რეალთან" ერთად გაივლის

კანტერანო ახალი სეზონისთვის მზადებას პირველ გუნდთან ერთად გაივლის......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.