ლოპეტეგიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ლოპეტეგიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ლოპეტეგიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

1-08-2018, 01:51
ავტორი: ZZ
ნახვა: 687
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ლოპეტეგიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
მადრიდის "რეალის" ახალ თავკაც ხულენ ლოპეტეგის თავის ჩამონათვალში რამდენიმე შეუსრულებელი ამოცანა აქვს. გარდა იმისა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო დროის მიღების იმედი აქვს ან საერთოდ კლუბიდან წასვლის, ახალი სახეების გამოჩენის შანსი ისევ არის, რომლებსაც ახალი "რეალის" გამოცოცხლება შეუძლიათ...

დილემა ცენტრფორვარდის ირგვლივ

ჯერჯერობით კვლავ არ გადაწყვეტილა, სჭირდება თუ არა "რეალს" ცენტრფორვარდი, მაგრამ მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელის გადმობირება რომ მოითხოვოს, კითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება ეს, პირველ პლანზე გადმოიწევს. გულშემატკივართა რჩეული ჰარი კეინია, მაგრამ ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა. ასევე, "რეალში" თამაშზე რობერტ ლევანდოვსკიც ოცნებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მადრიდელებს "ბაიერნის" შეუვალ ხელმძღვანელობასთან ექნებათ საქმე.

აზარის ტრანსფერი

ედენ აზარის ტრანსფერს რამდენიმე ფაქტორი ართულებს, უფრო ზუსტად კი ის, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა მალე იხურება და "ჩელსი" მის სანაცვლოდ ძალიან მაღალ თანხას ითხოვს. ეჭვგარეშეა, რომ ბელგიელი ვინგერი ფლორენტინო პერესის ფავორიტია, მაგრამ ლოპეტეგიმ ამ ტრანსფერზე გადაწყვეტილება 9 აგვისტომდე უნდა მიიღოს.

ტეო ერნანდესის "რეალ სოსიედადში" არენდა

"რეალ სოსიედადი" მადრიდის "რეალის" განაპირა მცველის გადაბირებას გეგმავს, რომელიც ჯერჯერობით გუნდთანე ერთად კვლავ ამერიკულ შეკრებაზეა, ხოლო მისი შესაძლო არენდა მწვრთნელისთვის კიდევ ერთი ამოცანა გახდება. ასეთ შემთხვევაში ლოპეტეგი მარსელოს დუბლიორად კანტერის წარმომადგენელს გამოიყენებს, ან ნაჩო ფერნანდესს დაეყრდნობა.

კოვაჩიჩს წასვლა სურს

პირველ გუნდში სათამაშო წუთები - ეს ერთადერთი რამ არის, რაც მატეო კოვაჩიჩს ამ სატრანსფერო ბაზარზე აღელვებს. "რეალს" ხორვატი ნახევარმცველის შენარჩუნება სურს. ხელმძღვანელობა კოვაჩიჩის თაობაზე მიღებულ წინადადებებს ბლოკავს. ლოპეტეგის კი შეუძლია მატეოს მდგომარეობა გააუმჯობესოს და მას სათამაშო წუთებს დაპირდეს.

მეკარეების სიტუაცია

"რეალი" დომინოს ეფექტს ელოდება, თუ "ჩელსი" ტიბო კურტუას შემცვლელს იპოვნის. ბელგიელის მადრიდულ გრანდში ტრანსფერი თითქმის გაფორმებულია და "ჩელსის" მომდევნო ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რადგან ლონდონელები ჯორდან პიკფორდს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევენ. კურტუას "რეალში" გადაბარგება საფრთხეს უქმნის არამარტო კეილორ ნავასის, არამედ კიკო კასილიას და ანდრეი ლუნინის მდგომარეობას. ეს ყველაფერი კი ლოპეტეგიმ უნდა მოაგვაროს.

რაულ დე ტომასი და ბორხა მაიორალი

ორივე ფორვარდი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აჩვენებენ, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება. რაულ დე ტომასი გასულ სეზონში სეგუნდაში "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავდა, ხოლო ბორხა მაიორალი ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით პერიოდულად ჩნდებოდა მინდორზე და არცთუ ისე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ლოპეტეგი მათ მომავალზე კარგად უნდა დაფიქრდეს და სწორი ნაბიჯები გადადგას, რათა მათი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს.

ვინისიუს ჟუნიორი და მარტინ ედეგორი

ვინისიუსმა ივლისის თვეში თავის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბარში ამაყად განაცხადა, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელია, მაგრამ "რეალმა" ის "ხუვენილ A"-ს ფეხბურთელად დაარეგისტრირა. ჯერჯერობით უცნობია თავისი პატარა ასაკის გამო ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი პირველ გუნდში. იგივე სცენარია მარტინ ედეგორის შემთხვევაშიც. ვინისიუსი და მარტინი გუნდში უნომროდ არიან. ორივე მათგანი ისეთ ასაკშია, რომ მათზე განსაკუთრებულად უნდა იმუშავონ, რათა მათი უდიდესი პოტენციალი არ დაიკარგოს.

კანტერა

ამჟამად, აშშ-ში ლოპეტეგის განკარგულებაში "რეალის" აკადემიის 9 ფეხბურთელია და მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, რომელი მათგანია პირველ გუნდთან ყველაზე ახლოს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.