მოდრიჩს "რეალიდან" წასვლა სურს » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მოდრიჩს "რეალიდან" წასვლა სურს

მოდრიჩს "რეალიდან" წასვლა სურს

3-08-2018, 16:38
ავტორი: ZZ
ნახვა: 972
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მოდრიჩს "რეალიდან" წასვლა სურს
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი უახლოეს მომავალში ფლორენტინო პერესს შეხვდება...

ხორვატი ნახევარმცველი ეცდება მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი მის "ინტერში" გადაბარგებაზე დაიყოლიოს.

მოდრიჩი ამას მომავალ კვირას გააკეთებს, როცა ერთობლივი შეკრებაა დაგეგმილი. ლუკას ახალი გამოწვევები სურს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ფლორენტინო მის "ინტერში" გაშვებას დათანხმდეს. მილანურ კლუბში მოდრიჩის თანამემამულეები პერიშიჩი, ბროზოვიჩი და ვრსალკო თამაშობენ, რაც მის იტალიურ კლუბში გადაბარგების სურვილს აძლიერებს.

მოდრიჩს "რეალთან" კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება და ხელფასის სახით წლიურად 9 მლნ. ევროს იღებს. ამჟამად ის 32 წლისაა, კონტრაქტის ამოწურვის მომენტში 34 წლის იქნება. ის "ინტერში" ხელფასის მომატების მიზნით არ გადადის, როგორც ეს კრიშტიანუს "სამეფო კლუბიდან" წასვლის შემთხვევაში იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ არტურო ვიდალი "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" გადადის, რომლის შეძენაც "ინტერს" სურდა, მილანელები მოდრიჩის ტრანსფერზე სრულად გადაერთვნენ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.