კურტუას აგენტი: "ტიბოს მხოლოდ "რეალში" თამაში სურს" » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კურტუას აგენტი: "ტიბოს მხოლოდ "რეალში" თამაში სურს"

კურტუას აგენტი: "ტიბოს მხოლოდ "რეალში" თამაში სურს"

4-08-2018, 16:03
ავტორი: ZZ
ნახვა: 347
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კურტუას აგენტი: "ტიბოს მხოლოდ "რეალში" თამაში სურს"
ლონდონის "ჩელსის" გოლკიპერ ტიბო კურტუას აგენტმა კრისტოფ გენროტაიმ განაცხადა, რომ თავის კლიენტს "რეალში" გადაბარგება სურს...

"რეგულარულად ვკითხულობ იმას, რომ "ჩელსის" განცხადებით არჩევანი კურტუამ უნდა გააკეთოს, მაგრამ მან კლუბს გასაგებად აუხსნა, რომ მისთვის საუკეთესო ვარიანტი მადრიდის "რეალში" გადაბარგებაა".

"მისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან მას ოჯახთან ერთად ყოფნა სურს. "ჩელსიმ" წინადადება მიიღო, რომელიც კლუბმა უნდა განიხილოს".

"ჩვენ შევხვდით იმ აზრსაც, რომ ეს გადაწყვეტილება ფულს უკავშირდება და მართალია, რომ ტიბო უკეთეს ანაზღაურებას მიიღებს".

"თუმცა, კურტუამ სხვა კლუბისგან უფრო მომგებიანი წინადადება უარყო, რადგან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფინანსებს არ უკავშირდება".

"ახლა "ჩელსის" შეუძლია კურტუას სანაცვლოდ შესაბამისი თანხა მიიღოს და მისი შემცვლელი გადაიბიროს. მათ მომავალ ზაფხულს ტიბოს შემცვლელის მოძებნა აუცილებლად მოუწევთ, მაგრამ ტრანსფერში ფულს ვეღარ მიიღებენ".

"ადამიანებს, რომლებიც კურტუას კლუბიდან წასვლით იმედგაცრუებულები არიან, შეგვიძლია გავუგოთ, მაგრამ ეს იმ ადამიანის გადაწყვეტილებაა, რომელსაც თავის შვილებთან ახლოს ყოფნა სურს და ეს სრულიად რაციონალურია"
- განაცხადა კურტუას აგენტმა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.