რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კეილორ ნავასს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

კეილორ ნავასს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

8-07-2015, 20:24
ავტორი: ZZ
ნახვა: 816
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
კეილორ ნავასს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა
კოსტა–რიკელი გოლკიპერი "სამეფო კლუბის" ექიმებმა გამოიკვლიეს...

კეილორ ნავასი მადრიდის "რეალის" საწვრთნელ ბაზას ეწვია, რათა სამედიცინო შტაბს მისი მდგომარეობა შეეფასებინა. ნავასმა პრესას განუცხადა: "ყველაფერი კარგადაა. ღვთის წყალობით, თავს უფრო უკეთ ვგრძნობ. გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ესაა მთავარი".

თუმცა, მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა, კოსტა–რიკელი კონკაკაფის ოქროს თასზე მონაწილეობას მაინც ვერ მიიღებს.

გარდა ამისა, კეილორის პრობლემებს ისიც ემატება, რომ "სამეფო კლუბი" დავიდ დე ხეას ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს. ამის თაობაზე გოლკიპერი აცხადებს: "მშვიდად ვარ და ძირითადში მოსახვედრად ბრძოლას გავაგრძელებ. საკუთარი ძალების რწმენა მაქვს. ოცნება მაქვს და მის ასახდენად ბოლომდე ვიბრძოლებ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline Andro=madridi 9 ივლისი 2015 07:15
ასეთი სულის ადამიანები მომწონს.
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.