MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"მანჩესტერ იუნაიტედში" დე ხეას "რეალში" გადაბარგება დაადასტურეს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 8-07-2015, 20:44
"მანჩესტერ იუნაიტედში" დე ხეას "რეალში" გადაბარგება დაადასტურეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მომსახურე პერსონალმაც კი იცის, რომ დავიდ დე ხეა მადრიდის "რეალში" გადაბარგდება. ინგლისური კლუბი ლუი ვან გაალისა და ედ ვუდვორდის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს, რომ ესპანელი გოლკიპერი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიყოლიოს, მაგრამ უკვე ჩანს, რომ დავიდი გუნდს ტოვებს...

მანამ, სანამ ისინი დე ხეას შენარჩუნებას გეგმავენ, ინგლისური კლუბი ცდილობს თანხა იქამდე გაზარდოს, რომ "რეალი" დანებდეს. მიუხედავად ამისა, ისინი უძლურები არიან. დავიდს "რეალის" მეკარეობა უწერია და "იუნაიტედში" გულის სიღრმეში ეს ყველამ კარგად იცის.

ამას "ემიუს" მომსახურე პერსონალიც შეეგუა. "ძალიან სამწუხაროა, რომ დავიდი გვტოვებს, რადგან ის შესანიშნავი პიროვნება და მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო გოლკიპერია, მაგრამ ესპანელია და როცა "სამეფო კლუბი" გიხმობს, ჩვენ პრაქტიკულად ვერაფერს გავაკეთებთ" – განაცხადა მომსახურე პერსონალმა Marca-სთან საუბარში. მან ასევე დაამატა, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობამ დე ხეას შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა.

ესპანელი კიპერის წასვლას კლუბის ქომაგებიც შეგუებულნი არიან: "საბოლოო ჯამში ვნახოთ, შევძლებთ თუ არა დავიდის სერხიო რამოსში გაცვლას. ის ფაქტი, რომ კასილასი "რეალს" ტოვებს, ბოლო იმედები მოგვიკლა".
real4ever 8 ივლისი 2015 21:59

sxva gza ubralod ar hhqondat dzalit ver datovebdnen mara isaa cudi ro ikeri midis ara aqvs natqvami de geas mosvlas mivesalmebi da mzad var skamzec vijde ogond tetri forma mecvaso maraa...
Andro=madridi 9 ივლისი 2015 07:20

ციტატა: real4ever
sxva gza ubralod ar hhqondat dzalit ver datovebdnen mara isaa cudi ro ikeri midis ara aqvs natqvami de geas mosvlas mivesalmebi da mzad var skamzec vijde ogond tetri forma mecvaso maraa...

მართალიხარ. დე ხეა ნაღდი ჩვენია. ვაანგალი ჭკვნია და უფასოდ დე ხეას არ გაუშვებს.

"ემიუ" დე ხეას "რეალში" არ გაყიდის, თუ რამოსის ტრანსფერი ჩაიშლება

დავიდ დე ხეამ შესაძლოა მომდევნო სეზონიც "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში გაატაროს......

"იუნაიტედმა" "რეალთან" მოლაპარაკებები შეწყვიტა

სავარაუდოდ, ესპანელი კიპერი ახალი სეზონიდან კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედში" იასპარეზებს......

"ემიუს" ხელმძღვანელობამ დე ხეას თაობაზე განცხადება გააკეთა

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობის განცხადება ესპანელ გოლკიპერზე......

დე ხეა: ""ემიუს" დატოვება მსურს"

დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კლუბს ტოვებს......

"რეალი" მზადაა ნავასი დე ხეას ტრანსფერში ჩართოს

მადრიდის "რეალი" მზადაა მეორე გოლკიპერი კეილორ ნავასი "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერის დავიდ დე ხეას ტრანსფერში ჩართოს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.