"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა

9-08-2018, 19:43
ავტორი: ZZ
ნახვა: 347
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბელგიელი გოლკიპერის ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა...

ფლორენტინო პერესი

"ჩვენთან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი გადმობარგდა, თუ საუკეთესო არა. რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის "ოქროს ხელთათმანის" მფლობელი. ყველა დამეთანხმება, რომ კურტუა ბელგიას ისტორიული მესამე ადგილის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა და ტურნირის საუკეთესო მეკარე სწორედ ის გახდა".

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა


"კურტუას ტრანსფერიც იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კლუბში დავსახეთ. გუნდი იმ ფეხბურთელებისგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანები იქნებიან. ტიბო "რეალში" 26 წლის ასაკში გადმოდის, მაგრამ დიდი საფეხბურთო გამოცდილება აქვს".

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა


"ძვირფასო ტიბო, დღეს მოირგებთ იმ მაისურს, რომელსაც 13 ჩემპიონთა თასი ეკუთვნის. დღეს თქვენთვის დიდი ამოცანა იწყება, რომელიც გულშემატკივრების გულის მოგებაში დაგეხმარებათ. ისინი დაგეხმარებიან ბედნიერი იყო ოჯახთან ერთად. ასევე, თანაგუნდელებთან და ყველა ჩვენგანთან ერთად".


ტიბო კურტუა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა


"დღეს ჩემი ოცნება რეალობად იქცა. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ ბედნიერი ვარ. მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბის მაისურის ტარება პასუხისმგებლობა და სიამაყეა. მსურს მადრიდის "რეალს" მადლობა გადავუხადო იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩემი ოცნების ასახდენად გააკეთა. ასევე, ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, რომლებმაც ჩემს აქ გადმობარგებაში წვლილი შეიტანა".

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა


სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.