MADRIDISTA.GE

Real Madrid News

Onda Cero: მოდრიჩი პერესს "ინტერში" გაშვებას სთხოვს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 10-08-2018, 12:35
Onda Cero: მოდრიჩი პერესს "ინტერში" გაშვებას სთხოვს

რადიო Onda Cero-ზე მადრიდისტებისთვის საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა...

ჟურნალისტი დავიდ ალონსო ადასტურებს, რომ ყველაფერი, რასაც იტალიური პრესა ბოლო პერიოდში ლუკა მოდრიჩის "ინტერში" გადაბარგების თაობაზე წერდა, სიმართლეს შეესაბამება. ლუკა "რეალის" დატოვებას გეგმავს და ფლორენტონო პერესს "ინტერში" გაშვებას სთხოვს.

მილანური კლუბი ხორვატ ნახევარმცველს მომდევნო 6 სეზონის განმავლობაში სუფთა მოგების სახით 60 მლნ. დოლარს პირდება. აქედან ლუკა 4 წელს "ინტერში" გაატარებს, 2 წელს კი ჩინურ კლუბში. მოდრიჩს ეს წინადადება ძალიან მოეწონა არამარტო ფინანსური, არამედ სპორტული კუთხითაც. 32 წლის ფეხბურთელი "ნერიაძურის" პროექტის ლიდერი იქნებოდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ მოდრიჩის სიტუაცია მატეო კოვაჩიჩის სიტუაციისგან განსხვავდება. უპირველეს ყოვლისა, ლუკა "რეალის" ძალიან მადლიერია და თუ ფლორენტინო მის გაშვებას არ დათანხმდება, რაც სავსებით მოსალოდნელია, ხორვატი ვარსკვლავი აჯანყებას არ მოაწყობს და გასახდელში ატმოსფეროს არ გააფუჭებს.

ლუკა მოდრიჩი "რეალში" რჩება

ლუკა მოდრიჩმა მადრიდის "რეალში" დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მილანის "ინტერისგან" მაცდური წინადადება მიიღო......

"რეალი" მოდრიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მადრიდელები ხორვატი ნახევარმცველის შენარჩუნებას გეგმავენ......

"ინტერმა" მოდრიჩს ახალი წინადადებით მიმართა

ცნობილი გახდა გეგმა, რომლის წყალობითაც მილანის "ინტერი" ლუკა მოდრიჩის შეძენას შეეცდება......

მოდრიჩი უკვე მადრიდშია

ლუკა მოდრიჩი უკვე მადრიდშია. ეს ინფორმაცია ავიაკომპანია Azimuth Jet-მა დაადასტურა, რომელმაც სოციალურ ქსელში ბარახასის აეროპორტში მყოფი მოდრიჩის ფოტო გამოაქვეყნა......

"რეალმა" შესაძლოა მოდრიჩი 60 მლნ. ევროდ გაყიდოს

მადრიდის "რეალი" მზადაა ამ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის გაყიდვის საკითხი განიხილოს......

მოდრიჩს "რეალიდან" წასვლა სურს

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი უახლოეს მომავალში ფლორენტინო პერესს შეხვდება......

ესპანელი ჟურნალისტი: "მოდრიჩს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს"

ესპანელი ჟურნალისტი ფელიქს დიასი ლუკა მოდრიჩის ირგვლივ აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა......

მოდრიჩი თავის მომავალს პერესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს

იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ლუკა მოდრიჩი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

17.02.2019 15:00


1 - 2

13.02.2018 00:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.