MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მოსამზადებელი ეტაპი მეკარეების გარეშე?

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 8-07-2015, 20:59
მოსამზადებელი ეტაპი მეკარეების გარეშე?

ნავასის ტრავმამ, კასილასის შესაძლო წასვლამ და დავიდ დე ხეას ტრანსფერზე შექმნილმა გაურკვევლობამ "რეალი" შესაძლოა გოლკიპერის გარეშე დატოვოს...

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა მოსამზადებელი ეტაპი მეკარის გარეშე დაიწყოს. გუნდი "ვალდებებასზე" ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე ამ პარასკევს, 10 ივლისიდან იწყებს. დიდი ალბათობით კეილორ ნავასი, იკერ კასილასი და მითუმეტეს დავიდ დე ხეა მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

კასილასის შემთხვევაში თითქმის ყველაფერი ნათელია. ის ახალი სეზონიდან "პორტუში" იასპარეზებს. იკერს და მის გარემოცვას სურთ, რომ პორტუგალიურ კლუბში ტრანსფერი მანამდე განხორციელდეს, სანამ მადრიდელები ავსტრალიაში, ჩინეთსა და გერმანიაში გაემგზავრებიან. "რეალი" მადრიდს კვირას დატოვებს.

კასილასის წასვლამ შესაძლოა დე ხეას ტრანსფერი დააჩქაროს, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია. უკვე რამდენიმე თვეა "რეალი" და "ემიუ" შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ლუი ვან გაალი კი ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს პერიოდში ესპანელი კიპერის "ბლანკოსში" ტრანსფერი გაართულოს.

და ამას ემატება კეილორ ნავასი, რომელიც მადრიდს ამ კვირაში დაუბრუნდა და ქუსლის ტრავმა აქვს. მისი გამოჯანმრთელების პროცესი მინიმუმ 3 კვირას გაგრძელდება. საუკეთესო შემთხვევაში კოსტა–რიკელი გოლკიპერი თამაშს 27 ივლისს, "ინტერთან" მატჩში შეძლებს.

ასე რომ, პირველ ორ ამხანაგურ მატჩში (18 ივლისს მელბურნში "რომასთან" და 24 ივლისს "მანჩესტერ სიტისთან") "რეალს" შესაძლოა პირველი გუნდის არცერთი გოლკიპერი არ ჰყავდეს. ფერნანდო პაჩეკომ (პირველი გუნდის გოლკიპერი 2014/2015 წლების სეზონში, ამჟამად კი თავისუფალი აგენტი) და რუბენ იანიესმა ("კასტილიას" ძირითადი გოლკიპერი), რომლებიც გუნდთან ერთად ტურნეში გაემგზავრებიან, შესაძლოა ბევრი სათამაშო დრო მიიღონ.
Andro=madridi 9 ივლისი 2015 07:12

ძაან ცუდია. იმედია დე ხეა გადმოვა.

დე ხეა მოთმინებას კარგავს. საქმეში ჟორჟე მენდეში ერთვება

"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერ დავიდ დე ხეას მოთმინებას ფიალა უკვე ამოეწურა......

კეილორ ნავასი მადრიდში დაბრუნდა

კოსტა–რიკელი გოლკიპერი ესპანეთის დედაქალაქს დაუბრუნდა......

კონკაკაფის ოქროს თასი – შანსი კეილორ ნავასისთვის

კოსტა რიკელი გოლკიპერი თავის გამოჩენას შეეცდება......

"რეალი" მზადაა ნავასი დე ხეას ტრანსფერში ჩართოს

მადრიდის "რეალი" მზადაა მეორე გოლკიპერი კეილორ ნავასი "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერის დავიდ დე ხეას ტრანსფერში ჩართოს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.