"რეალმა" ალკანტარასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "რეალმა" ალკანტარასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია

"რეალმა" ალკანტარასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია

10-08-2018, 15:14
ავტორი: ZZ
ნახვა: 747
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალმა" ალკანტარასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია
Onda Cero-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" ტიაგო ალკანტარასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია...

მადრიდელები მატეო კოვაჩიჩის "ჩელსიში" არენდით გადაბარგების შემდეგ მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ. ხულენ ლოპეტეგიმ კი ხელმძღვანელობას ტიაგო ალკანტარას შეძენა სთხოვა, რომელსაც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან შესანიშნავად იცნობს, ბოლოს კი მას ძირითად ნაკრებშიც წვრთნიდა.

"რეალმა" ტიაგოსთან მადრიდში გადაბარგების შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ახლა მადრიდელებმა მოლაპარაკებები "ბაიერნთან" უკვე გამართონ. მიუნხენელები ხამესის ან ლევანდოვსკის სიტუაციებისგან განსხვავებით ალკანტარას დათმობაზე უარს არ იტყვიან. "ბაიერნის" თავკაც ნიკო კოვაჩისთვის ესპანელი ნახევარმცველი ხელშეუხებელი არ არის.

ტიაგოს, რომელიც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მას ახალი გამოწვევები სურს, ამაში კი "რეალში" გადაბარგება და ლოპეტეგის ხელმძღვანელობით თამაში დაეხმარება.

27 წლის ალკანტარა სწრაფი აზროვნებით, მოედნის ჩინებული ხედვით და ბურთის კონტროლის ცოდნით გამოირჩევა. მას სხვადასხვა პოზიციებზე თამაში შეუძლია, რაც ლოპეტეგის ძალიან დაეხმარება. ტიაგოს საბაზრო ღირებულება 50 მლნ. ევროს შეადგენს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.