ლუკა მოდრიჩის მორიგი გენიალური საქციელი » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ლუკა მოდრიჩის მორიგი გენიალური საქციელი

ლუკა მოდრიჩის მორიგი გენიალური საქციელი

11-08-2018, 00:33
ავტორი: ZZ
ნახვა: 768
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ლუკა მოდრიჩის მორიგი გენიალური საქციელი
ლუკა მოდრიჩმა მადრიდული კანტერის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი სესარ ჟელაბერი გაამხნევა, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და რთული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. მოდრიჩი ჟელაბერს მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა და მას რამდენიმე რჩევა-დარიგება მისცა...

სესარ ჟელაბერმა ივნისში 19-წლამდელთა ესპანეთის თასის ფინალური მატჩის წინ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ხოლო თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოპერაცია გაიკეთა. მოდრიჩი და ჟელაბერი მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში ერთად აღმოჩნდნენ, ლუკა კი სესართან მივიდა, რათა კანტერანო გაემხნევებინა.

ლუკა მოდრიჩის მორიგი გენიალური საქციელი


"დიდი მადლობა, ლუკა! ჯადოქარი მოედანზე და დიდებული ადამიანი მოედნის გარეთ" - დაწერა ჟელაბერმა Twitter-ზე.

სესარ ჟელაბერი მადრიდული კანტერის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია. ის 2000 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა. ის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო მუნდიალზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ჟელაბერს "ხუვენილ A"-ში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, ხოლო "კასტილიაში" პირველი მატჩი 17 წლის ასაკში ჩაატარა. ის ამ სეზონიდან "კასტილიას" სრულუფლებიანი წევრია.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.